სოცმედია • 1726746228
"არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს" - ეს იყო ბოლო სმს, რაც კესარია აბრამიძემ მაია ასათიანს მიწერა.
ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას ავრცელებს, სადაც ყვება, რომ ტრანსგენდერი ქალი ძალადობის მსხვერპლი სისტმატურად იყო.
რატომ არ მიმართა კესარიამ პოლიციას? - ამ კითხვაზე მაია ასათიანს ასეთი პასუხი აქვს, რომ ტრანსგენდერ ქალი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მას არ დასცინებდნენ და შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ.
ტელეწამყვანი მიმართვაში ასევე ყვება, როგორ არ ათხოვა კონკურსზე ეროვნული სამოსი ერთ-ერთმა ცნობილმა ბრენდმა და როგორ წავიდა ბრაზილიაში კესარია ლელა წურწუმიას მიერ მიცემული კაბით.
"ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა. მწერს, რომ ყოფილი პარტნიორი სთხოვს შერიგებას სიტყვა სიტყვით ასეთი მესიჯია:’’ არა რას ამბობ, რომ შევურიგდე აუცილებლად მომკლავს“. თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა ტირაჟირებთ, რომ ხელისუფლების ჰომოფობიური კანონი აქ არაფერს შუაშია და ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა, ჩემი აზრით ხართ მომდევნო დანაშაულის თანამონაწილე. კესო იყო ძალადობს მსხვერპლი, მძიმე სისტემატური ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე თვის წინ მას ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები და ის ხანგრძლივად მკურნალობდა და ისმის შეკითხვა: რატომ არ მიმართა მან პოლიციას?, ძალიან მარტივია ტრანსგენდერი ქალი, როცა სახლიდან გადის ბოლომდე არ არის დარწმუნებული შვიდობით მივა თუ არა სახლში. კესო არასდროს იმჩნევდა, იმ უხამს გამონათქვამებს მის მიმართ, შეძახილებს, შეურაცხობელ ნათქვამებს, რომელსაც მიაძახებდნენ ხოლმე და რაც მთავარია ესენი იყვნენ მამაკაცები. წყევლა- კრულვას ქალების მხრიდან. კესო გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა, იმიტომ რომ
მან ძალიან ბევრი იბრძოდა, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვს ლაღი, თამამი, ძლიერი და ძალიან ლამაზი ქართველი ქალი. როცა ის ძალადობის მსხვერპლია, ის ვერ მიმართავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული უფრო უარესი მოძალადე გახდება თუ არა, არ არის დარწმუნებული თუ დაიცვას მას პოლიციას, არ არის დარწმუნებული პოლიციაში მყოფი მამაკაცები, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისევ უხამსად, ხომ არ იხუმრებენ მასზე, ისევ ხომ არ დასცინებენ, ისევ ხომ არ მიუთითებენ რომ ის მამაკაცად დაიბადა ოდესღაც. კესო ამაზე, არასდროს არ საუბრობდა. ერთია სეთი შემთხვევა გვქონდა, როცა ის ბარსელონაში მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენდა ერთ-ერთი დღე იყო ასეთი უნდა სცმოდა ეროვნული სამოსი და ძალიან ცნობილმა ქართულმა ბრენდმა მას ეროვნული სამოსი არ ათხოვა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ეს ქართული სამოსის შეურაცხაობა იყო და მერე ლელა წურწუმიამ გაატანა თავისი კაბა. იქ, როცა კითხეს ერთ-ერთმა ესპანურმა არხმა იყო თუ არა ჰომოფობია მის ქვეყანაში, კესომ ინტერვიუში თქვა, რომ მის ქვეყანაში ჰომოფობია არ იყო და საქართველო იყო ძალიან ტოლერანტული ქვეყანა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი და რომ ვკითხე რატომ გააკეთეთო, მითრა, რომ მე ცუდს ჩემს ქვეყანაზე ვერ ვიტყვიო. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი და ახლობელი მყავს, არ ვუშვებ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს, მაგრამ იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო და ძალიან გამიკვირდა ბუნებრივია, საქართველოში რანაირად შეიძლება ისე იცხოვრო რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე და მითრა, რომ მეშინია გამაგდებენო, მაგრამ ამას კესო არასდროს არ მოგიყვებოდათ. ყველაფერს უყურებდა ძალიან პოზიტიურად, მას ყველაფრად უღირდა ასეთ ლამაზ ქალად ყოფნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის მოკლებაც კი. 2 დღის წინ ხელისუფლებამ, უკვე ოფიციალურად დააკანონა, რომ კესოს ნაირი ადამიანები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ. ყოველდღე ‘’ქართული ოცნების’’ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ ხვდებიან მოსახლეობას და ქვეყანაში, რომლის გენოციდიც გახიზნულია საზღვარგარეთ და შავ მუშად მუშაობს, ქვეყანაში სადაც პატარა შვილებს დედები ტოვებენ და საზღვარგარეთაა წლობით მიდიან, რომ შვილები გამოკვებონ, ქვეყანაში სადაც სიღარიბის ასეთი მაღალი მაჩვენებელია და რაც მთავარია ქვეყანაში, სადაც ასეთი ხშირია პედოფილიის შემთხვევები, დღე არ გადის, რომ არ დაიჭირონ მამა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა, არ დაიჭირონ ბაბუა, რომელიც შვილიშვილზე ძალადობდა, არ დაიჭირონ პედაგოგი, რომელიც მოსწავლე გოგონაზე ან ბიჭზე ძალადობდა და ხელისუფლება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს. თურმე ჩვენი მთავარი მტერი, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან. თითოეული ეს ადამიანი არის დღეს დაზაფრული, იმიტომ არ იცის ქუჩაში, რომ გავა დღეს დაბრუნდება თუ არა. ყვავილი იყო ჩემთვის კესო, სულ ამ ასოციაციას იწვევდა, ეკლებში ამოსული ბროწეულის ყვავილი და მძიმე დასაჯერებელია ახლა ჩემთვის, გიორგი ლეონიძის არ იყოს ეს ყვავილი აღარ ამშვენებს დედამიწას. ჩვენმა ერთმა მეგობარმა დაწერა წავიდა თავის ცისარტყელასთანო და მჯერა, რომ ნათელი გოგო ახლა ცისარტყელასთანაა. სალომე ზურაბიშვილის სამძიმარს ვკითხულობდი და გულში ვიფიქრე, რომ კესოს ეს ძალიან მოეწონებოდა, კესოსა ძალიან გაუხარდებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მასზე აკეთებს განცხადებას. წაიკითხავდა, მაიკლ როთის გამონათქვამს მის შესახებ და ალბათ იტყოდა ეს ვინაა გოგო?. ასეთი იყო კესო: ლაღი, ნამდვილი გულწრფელი, ლამაზი და პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ღიად დაიწყო ბრძოლა საკუთარი თავისთვის და ის ყოველთვის იქნება პირველი. მადლობა ყველას სამძიმრისთვის", - ამბობს მიმართვაში მაია ასათიანი.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...
საზოგადოება • 1728481098
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი