„არასოდეს ასეთი ღონე არ მიგრძვნია ფეხებში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

სოცმედია 1722834296

ჩერგოლეიშვილი

„ევროპუი საქართველოს“ ეერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან მაგარია პრაიმერიზი.

 

ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები მეხმიანებიან, მხარი დაუჭერიათ მეორე სიისთვის - ერთი სიღნაღიდან ჩასულა გურჯაანში, რადგან სიღნაღში უბანი არ გვქონდა, ერთი წალკაში მისულა და გამოუცხადებია მე თამარას მხარდამჭერი ვარო ...  მესტიაში დაგვეხმარა ადამიანი, უცებ რომ დამკვირვებელი დაგვჭირდა და გაირკვა, რომ გულშემატკივარია. 

 


 
მე არც მიმუშავია მათთან, არცერთს ვიცნობ პირადად - მაგრამ რადგან ერთ მშვენიერ დილას ადგნენ, თავისი ნებით გადაწყვიტეს მხარდაჭერა და ამისთვის, საკუთარი სურვილით იმოქმედეს, დღეს ჩვენი წარმატება მათთვისაც მნიშვნელოვანია და ბუნებრივი ძალით გვეხმარებიან.

 

მეორე სიის დელეგატების ჩეთიც მარტივად გადაკეთდა ახალი პარტიის მხარდამჭერთა საკომუნიკაციო არხად და იზრდება - მალე ყველა დელეგატი ჩაერთვება და სადამფუძნებლო ყრილობაც ეგაა - ნაღდი, იდეით მოტივირებული, წელში გამართული 1000 ადამიანი მთელ საქართველოში.

 

გავიმარჯვებთ სახელოვნად, არასოდეს ასეთი ღონე არ მიგრძვნია ფეხებში - წერს ჩერგოლეიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეპისტოლე
ქრისტე აღდგა! - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: "საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წ...

რელიგია 1745094180

აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

საზოგადოება 1745092500

ქაშ
გმირთა მოედნიდან მსვლელობის მონაწილეები ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს შეხვდებიან

გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით ქაშვეთის ტაძართან მივიდნენ, სადაც მათ აქციის მონაწილეების ნაწილი დროშებით, ტაშითა და ანთებული ფანრებით დახვდნენ. ასევე, მათ ქაშვეთის ტაძართან საქართველოს...

პოლიტიკა 1745092200

წმინდა ცეცხლი
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

19 აპრილს, 15 საათსა და 36 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1745063098

ცესკო
ვერიფიკაციის აპარატების შეძენა-შემოწმებაში ცესკო $2.8 მილიონს ხარჯავს

საარჩევნო ელექტრონული აპარატურის შემოწმებაში, ასევე დამატებით ტექნიკისა და სხვა საჭირო საქონლის შესაძენად ცესკო  2 853 928 აშშ დოლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ამის შესახებ "ბათუმელები" წერს. „საარჩე...

პოლიტიკა 1745062061

გელა ხასაია
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი მისი გათავისუფლებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას მისი...

პოლიტიკა 1745061853