„არც სტალინის ხსენებაა, არც ბერიას მიერ ჩატარებული საოცრების ისტორიას ახსენებენ.... აი, სუფთა დემენციურ- ამერიკულ პოლიტიკას აწვებიან“ - ხათუნა ხოფერია 9 მაისზე

სოცმედია 1746763576

ხოფერია

პროპაგანდისტი ხათუნა ხოფერია:

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს! 

 


შეირყა მთელი სამყარო! არა მე მოვიგე მეორე მსოფლიო ომი, არა მეო… არა 8 მაისს გავიმარჯვეო… არა 9 მაისსო… განსაკუთრებით წუხან რუსები… რას გვეცილება ეს ამერიკა და ბრიტანეთი ფაშიზმზე გამარჯვებაშიო?!
არა და, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი - სტალინმა და საბჭოთა ხალხმა მოიგო!
რა ვიცი, მაინც დავაზუსტებ. სტალინმა გაიმარჯვა და საბჭოთა ხალხმა!
რა გააკეთა სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ვერავის გაებედა ამ ისტორიული ჭეშმარიტების აპელირება?!… არც არაფერი… “ პრაфუკალი”, როგორც თავად ამბობენ ხოლმე!
უსმენ, უყურებ, კითხულობ… არც სტალინის ხსენებაა, არც ბერიას მიერ ჩატარებული საოცრების- ელვისებურად, სამხედრო ინდუსტრიის რელსებზე სახელმწიფოს გადაყვანის ისტორიას ახსენებენ.
აი, სუფთა დემენციურ- ამერიკულ პოლიტიკას აწვებიან.. 
უზარმაზარი იმპერია, სამხედრო ინდუსტრიით, ატომური ბომბით, გამარჯვებული ხალხით, გადანაწილებული მსოფლიო რუკით დაუტოვა რუსეთს სტალინმა!
… და რა მერე?! არც არაფერი. 72 წელი მოანდომეს სტალინის და მისი ნაშენები სიძლიერის ნგრევას!
თავზე დაისვეს უწიგნური, “ დურაკი”, მართული ხახოლი- ნიკიტა ხრუშჩოვი. ტაშის კვრით გამოაცხადებინეს “ პიროვნების კულტი”, გააყალბებინეს ისტორიული ფაქტები, ციხეებიდან გამოაშვებინეს მოღალატე ფაშისტი ბანდერას მიმდევრები… ჰო, კიდევ, გვერდზე მიუწვნენ ამერიკა- ევროპასთან ბოზი კურდღელივით გაგორებულ ამ რეგვენს!
ასობით მილიონმა რუსმა საჯიჯგნად მიუგდო “ დემოკრატიის მამებს” დიდი ბელადი… ამბობენ, ჩუმად ტიროდა ხალხიო… იქ რუსეთში.
სამ მილიონიანმა საქართველომ მაშინაც, ხრუშჩოვის რეჟიმის პირობებშიც გააგონა თავისი ხმა მსოფლიოს! 9 მარტს 1956 წელს, 9 მაისის გამარჯვების და სტალინის დასაცავად უმანკოთა სისხლით შეიღება მტკვარი… ხრუშოვმა ქართველი სტუდენტები და მოსწავლეები ჩახოცა! გულზე აკრული სტალინის სურათები ქართული გულების სამიზნედ გამოიყენა ღორიშვილმა.
რუსეთი კი დუმდა… როგორც ყოველთვის! ხრუშა ნიკიტას ღრუტუნს უსმენდა.
დღესაც სტალინს ედავებიან ეკლესიების და სამღვდელოების დევნაში. იმ სტალინს, რომელმაც ფრონტის ხაზზე, ჯარის სანუგეშებლად გაუშვა ეპისკოპოსები, მოსკოვის თავზე ყაზანის ღვთისმშობლის ხატი შემოატარა…
… რა გააკეთა რუსეთის დღევანდელმა ხელუსუფლებამ, თუნდაც ამ ბრალდების მოსახსნელად?! არც არაფერი…
თავად კი, ფაუჩის და ფაშისტების პანდემიის ბლეფს აჰყვა, მეოთხედი მსოფლიო “ სპუტნიკით” აცრა, დიდი ფული იშოვა და ხალხს ეკლესიის კარებებიც გამოუკეტა!!!… წირვა- ლოცვა აუკრძალა!!! სრულიად 140 მილიონიან რუსეთში!
ჩვენთან კი, 3 მილიონიან საქართველოში, მიუხედავად შანტაჟისა, დაშინების და მუქარისა, ყველა სალოცავის კარი ღია იყო! “ საერთო” კოვზითაც ვეზიარეთ და კიდევ ერთხელ დავდექით მართლმადიდებლობის დასარაჯოზე!
აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე არაფერს ვიტყვი… ეს ცალკე თავია ამერიკულ- რუსული, ელცინისეული კრეტინიზმის!
არც იმაზე, ნეოლიბარალურ- ნეოფაშისტური იდეოლოგია, ფულთან, სახაროვებთან, ნოვოდვორსკაიასთან, ბუკოვსკისთან ერთად, რუსეთიდან რომ შემოდიოდა საქართველოში! დიახ, რუსეთში ასე მსუყედ და კომფორტულად ადაპტირებული ფონდებიდან! ჯერ მარტო “ ელცინის ფონდი” რად ღირს… უი, ისიც რად ღირს, დღესაც რუსეთიდან შემოსული ფულებით რომ ფინანსდება ქართული აგენტურა. დიახ, ხოშტარიაზე, ნაყოფიაზე და სხვა მრავალზე ვუბნობ!
P.S.
რატომ გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა?!..
 ვოლგოგრადის აეროპორტს სტალინგრადი უწოდეს ორიოდ დღის წინ 
 

 

აუფ!!! დააფასეს სტალინის ღვაწლი რუსეთისთვის გაღებული!ისე, ბრძოლა, რომელმაც გერმანელი, იტალიელი, რუმინელი, ხორვატიელი, უნგრელუ ფაშისტები წელში გადატეხა, სტალინგრადის ბრძოლა იყო!რუსეთმა, ქალაქს, რომელიც გენერალი- სიმუსის- სტალინის სახელს ატარებდა, ვოლგოგრადი დაარქვა… 1961 წელს! ნიკიტა ხახოლის მიერ წარმოებული “დესტალინიზაციის” პროცესის ფარგლებში  სასაცილოა ხომ?!.. სატირალიც… ნუუუ, რას იზამ, ასე იყო საჭურო ევროპა- ამერიკასთან დასაახლოებლად!…საქართველომ კი, მიუხედავად მთელი მსოფლიოს ლიბერას- 3,14დარასტების ზეწოლისა, შანტაჟისა და ძალადობისა, სტალინის სახ- მუზეუმი არ დახურა!ქართველი იყო, ერთი გორელი ბიჭი იყო…მაინც…ჰოდა, რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი!რაღაც დირექტივები მოდის რუსეთიდან. რაღაც საზეიმო პროექტებში ითხოვენ საქართველოს ჩართვას, ჭკუას გვასწავლიან და ვიღაც ФСБ- შნიკებს გვიგზავნიან სა-9 -მაისოდ  გამბედაობას გვიწუნებენ ყველამ თქვენ ბ… მამიდებს მიხედეთ!… და ხრუშჩოვი არსად დაგეკარგით!ჯერ რუსეთის და რუსი ხალხის, საკუთარი გმირების და ღირსების, ცოდვა- მადლის, ამაგის დაცვა და პატივისცემა ისწავლეთ და მერე ვნახოთ!არავიზე ნაკლები გაიღო ქართველმა ხალხმა ფაშიზმის დასამარცხებლად! არავიზე ნაკლებად ვაფასებთ ჩვენ ვეტერანებს, ჩვენი ბაბუების ხსოვნას! პირადად მეც, ვამაყობ ჩემი კუწოთი და თომათი! ჩემი ორი მაგარი ქართველით!დიახ!საქართველოს არასოდეს, არაფერი შეშლია საკუთარ ისტორიასთან და საკუთარ შვილებთან!დიდება უფალს!დიდება და თაყვანისცემა საქართველოს!გამარჯვების დღეს გილოცავთ!С днём великой победы, Народ!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 პორტნოვი
„ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე... ხუთი ტყვია დააჭედეს და ასეთ უხერხულ პოზაში დაასრულა ახვრული ცხოვრებ... რამე არ იფიქროთ, ქოცებო, ისე დავწერე...“

გივი თარგამაძე: ეს პორტნოვია, იანუკოვიჩის თანაშემწე. ის იყო პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების არქიტექტორი. ის ცვლიდა საკანონმდებლო ბაზას ისე, რომ ოპონენტთა დევნა სულ უფრო გააფთრებული ყოფილ...

სოცმედია 1747827953

სააკაშვილი
„სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს“ - მიხეილ სააკაშვილი

სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი წამართვეს - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარ...

პოლიტიკა 1747827635

 იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი
ესპანეთში იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი მოკლეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი, ანდრეი პორტნოვი, მადრიდთან ახლოს მოკლეს. მედიის ცნობით, პორტნოვს გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მ...

მსოფლიო 1747827507

კალაძეე
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.   როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...

საზოგადოება 1747826851

კალა კალაძე
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...

საზოგადოება 1747826786

ზვიად ცეცხლაძე
„ზვიად ცეცხლაძე ვინახულე მითხრა რომ წერილი მან დაწერა საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი“ - ჩელე ყურუა

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...

პოლიტიკა 1747825728