„ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანი არც არასოდეს არ ვყოფილვარ… ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს“ – დიმიტრი ღვთისიაშვილის ემოციურ პოსტი ზურა ბერიკაშვილზე
სოცმედია • 1713902940

„ძვირფასო ადამიანებო! ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო ნამოწაფრებო და ახლანდელო „შვილებო“, ჩემი მოზარდელების დიდო არმიავ, ნათესავებო, ნათელ-მირონებო, ბავშვობისა თუ სტუდენტობის ძმებო და დებო, ყველას დიდი და განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ თუნდაც 1 წუთი დამითმეთ და მომილოცეთ დაბადების დღე! 56 წლის გავხდი და იმდენი სიყვარული მივიღე თქვენგან, რომ ბევრ დაბადების დღეს გაჰყვება. განსაკუთრებულად მილოცავდნენ ყველა იმ თეატრიდან, სადაც თუნდაც ერთი რეპეტიცია ჩამიტარებია, რომ გადავხედე მოლოცვებს, საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოლოცვა, ნამოწაფრებიდანაც შეიძლება 100 პროცენტით არა, მაგრამ ყველა გამოშვებული ჯგუფიდან მილოცავდნენ. მომილოცეს ამერიკიდან, ინგლისიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უზბეკეთიდან, ესპანეთიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან… ყველას წინაშე ქედს ვიხრი და დიდ მადლობას მოგახსენებთ!
ამდენი მოლოცვა ალბათ არცერთ დაბადების დღეს არ მიმიღია, თუმცა ასეთი ფრთამოტეხილი და სევდიანიც არც არასოდეს არ ვყოფილვარ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი მოლოცვა დამაკლდა! ღმერთს ვევედრები, რომ ამ კაცმა ჩვენსკენ გამოიხედოს, თავისებური ეშმაკური ღიმილით კახურად „შემოგვიკურთხოს“. ის წონასწორობა აღადგინოს, რამაც მთელ საძმოსა თუ საახლობლოს მხარი მოგვტეხა, ოთხ თვეში ჩვენი დაბერებაც მოახერხა და დასევდიანებაც. დიდი მსმელი არ ვარ, თუმცა საკუთარ დაბადების დღეზე მიყვარდა შეთრობა, მხიარულების ბოლომდე შეგრძნება და უერთგულესი და უსაყვარლესი ადამიანების გარემოში გალაღება და „გაფრენა“. დღეს მე და გიგა პირისპირ ორნი დავსხედით ყოველგვარი ზეიმისა და პურ-მარილის გარეშე, ერთი ჭიქა დავასხით, შენი ჩვენსკენ მობრუნებისა ვთქვით და ასე დავიშალეთ. მეტი არც არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი. ჰოდა, იქნებ ღმერთმა გვისმინოს!“
– წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.

ლევან სანიკიძე: ბევრი ხალხია ისევ ქუჩაში - ვერ გაგვტეხეს და გვჯერა გამარჯვების!ინანებთ ყველა, ვინც ამ ბრძოლაზე უარი თქვით და მტრის ბანაკში გადახვედით! არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას!
პოლიტიკა • 1752944080

“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ | ასე უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვას, რას ურჩევდა უკრაინას და უკრაინელებს, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1752943522

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ირანი ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, აშშ მათ კვლავ გაანადგურებს “მათ აღდგენას წლები დასჭირდება. მათ თავიდან მოუწევთ სამ სხვადასხვა ადგილას ა...
მსოფლიო • 1752943411

ევროპარლამენტის უმწვავესი გზავნილი "ოცნებას" - ივანიშვილის გუნდში პირველი შეფასებები კეთდება. მამუკა მდინარაძე ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებ...
პოლიტიკა • 1752928720

სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობს და ამბობს, რომ მიიხუედავად იმისა, რომ პატიმრებმა ორი კვირის წინ მოითხოვეს მაღაზიაში ვენტილატორის მიწოდება, ამ დრომდე ა...
პოლიტიკა • 1752922770

ბათუმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბიზნესმენ ჰაქი თექინის მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. წარმოშობით ის ადიამანის რეგიონიდან, გერგერიდან გახლდათ, თექი...
კრიმინალი • 1752919169