„აუ, დიდი ხანია სასაცილო ამბავი მინდა მოვყვე და სიტუაცია ვერ ვიპოვე“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
სოცმედია • 1759919460
თამარ ჩერგოლეიშვილი:
აუ დიდი ხანია სასაცილო ამბავი მინდა მოვყვე და სიტუაცია ვერ ვიპოვე.ამასწინათ, ნარკოპოლიტიკის და ჩვენი ახალი დიდებული ლიდერის, ზურა სიხარულიძის წარდგენა გვქონდა დილას 11 საათზე.წამოვხტით რვაზე, ყავა დავლიეთ, შხაპი, ისა ესა... და გიგას ბიოლოგიურ საათზე რომ არ ვყოფილიყავი დამოკიდებული, შევთავაზე მე გავალ და შენ მძღოლმა მოგაბრძანოს მეთქი.დამეთანხმა.წავედი რედისონისკენ, საჭესთან ვარ, ტელეფონი ფეხებში მიგდია და მივღოღავ საცობში...მივედი ღონისძიებაზე, კომენტარებს ვარიგებ, ცოტა ხანში მოვიდა გიგა - ჩინგიზ ხანის ძეგლის სახით ... ვუყურებ რომ არ იმჩნევს, მაგრამ გაცოფებულია. მეთქი რა სჭირს, ასე როგორ ეწყინა, რომ არ დაველოდე.მაგრამ ნუ, საქმეზე მქონდა ფოკუსი და დავიკიდე, მეთქი გაუვლის - ახლა ეს კარგად ჩავატაროთ.დიდებულად ჩაიარა, რომ დასრულდა მივედი გიგასთან, ნოტარიუსთან უნდა გავიარო და შენ მანქანა ხომ გყავს მეთქი... ისევ დამიღრინა.ისევ არ შევიმჩნიე, მეთქი რავი... რამ გადარია.წავედი ნოტარიუსთან, მაღაზიაში გამოვიარე, სულგუნი და ცხელი კახური შოთი ვიყიდე, მოვცუნცულდი სახლში - მეთქი მოვთაფლავ.ისევ არ გამცა ხმა და სასტიკი სიცივე შემომაგება.ჩამოვუჯექი და კაი რა გეწყინა, არ მინდოდა ზურა ჩვენზე ადრე მისულიყო და ამიტომ არ დაგელოდე მეთქი.ისევ ჩინგიზ ხანის სახით შემომხედა, ვაი შენს პატრონს, ტელეფონში ჩაიხედე, მოგწერეო.ვახ, მეთქი ნეტა რა დავაშავე.ჩავიხედე და თურმე თავში მაცივარი მაქვს მორტყმული, სულს ვღაფავ!რა მომხდარა:საცობში რომ ვიდექი, ტელეფონს დავაჯექი და შემთხვევით გიგასთან დავრეკე.თან ჩემ წინ მიმავალმა ჯეელმა გამაღიზიანა, რომელმაც მწვანე შუქნიშანი გამაზა იმიტომ რომ ტელეფონიდან არ ამოუყვია თავი და საოცარი სიტყვებით შევამკე (მასთან ინტერაქციაში არ შევსულვარ, ჩემთვის, მანქანაში შევაგინე ძაან გემრიელად).ამ დროს, თურმე, სადღაც ფეხებში სატელეფონო ხაზზე მყავდა გიგა, რომელმაც ჩემს ზარს უპასუხა რათა ეს უდახვეწილესი გინება მიეღო, სანამ არხეინად მივდიოდი ნარკოპოლიტიკის პრეზენტაციაზე.დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ...ადვილს ვსვამდი ორი დღე რომ სიცილით მოყენებული ტკივილი ჩამეხშო.ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრების პარლელურად, ასეთი მხიარული პირადი ცხოვრება მაქვს.
სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლ...
შემთხვევა • 1784386086
ირანმა შეერთებულ შტატებთან ერთი თვის წინ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეაჩერა, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა....
მსოფლიო • 1784383800
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346










