„ბ–ნი ბიძინა ნამდვილად იპყრობს დიპლომატიის მწვერვალებს... ნუთუ ასე ძნელია ამის დანახვა, თქვე უმადურებო?!“ - ნინო ჯანგირაშვილი
სოცმედია • 1772510904
ჟურნალისტი, მიმო ჯანგირაშვილი:
როგორც ვიცით, ბ–ნ ბიძინას გამოარჩევს სტრატეგიული სიბრძნე, რომლის წყალობით ამ არეულ მსოფლიოში ჩვენ მშვიდად გვძინავს მის უბეში.
სწორედ ამ სიბრძნის გამოხატულება იყო საქართველოს მთავრობის განცხადება ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ შევა მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში, როგორც უნიკალური ჟანრის ნიმუში – „უნივერსალური სამძიმარი“.
ერთ აბზაცში – სამძიმარი ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მათ შორის უმაღლესი ლიდერის დაღუპვის გამო.
მეორეში – სამძიმარი ისრაელსა და ებრაელ ხალხს.
შემდეგ – სოლიდარობა სპარსეთის ყურის ქვეყნებს.
დიახ, ბ–ნი ბიძინა ნამდვილად იპყრობს დიპლომატიის მწვერვალებს. ეს უკვე აღარ არის უბრალოდ საგარეო პოლიტიკა. ეს არის „საერთაშორისო თანაგრძნობის უნივერსალური პაკეტი“ – ყველა მხარისთვის, ყოველგვარი გართულების გარეშე, ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული სულისკვეთებით.
თუმცა, მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ. ცოტა გულნაკლული დავრჩი. სრული სიმეტრიისთვის ტექსტში შეიძლებოდა დამატებულიყო:
სამძიმარი საერთაშორისო ავიახაზებს – გადადებული რეისების გამო.
სამძიმარი ნავთობის ბირჟებს – ფასების მერყეობის გამო, და ნავთობის ტანკერებს – გაჭიანურებული მოლოდინის გამო.
სამძიმარი საფონდო ბირჟებს – ემოციური რყევების გამო.
სამძიმარი განგაშის სირენებს – გადატვირთული სამუშაო გრაფიკისთვის.
სამძიმარი ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების ტაბლოებს – უფუნქციოდ დარჩენის გამო.
სამძიმარი გეოპოლიტიკურ ანალიტიკოსებს – დიდი რაოდენობით ყავლგასული პროგნოზების გამო.
სამძიმარი თვითონ ომს , რომ საერთოდ მოხდა და ასე უხერხულად აიძულა ყველას რაღაც ეთქვა.
თუმცა, ამაზეც არ ღირს შეჩერება. რატომაც არა, სამძიმარი:
ნიუ–იორკის თოვლის მანქანებს – დიდთოვლობისას მიღებული დატვირთვის გამო.
სამძიმარი იმ პატარა მაიმუნს, რომელიც დედამ მიატოვა და იძულებული გახდა სათამაშოს ჩახუტებოდა.
სამძიმარი ხმელთაშუა ზღვის დელფინებს, სტამბოლის კატებს, ანტარქტიდის პინგვინებს – ყველას თავისი პრობლემა აქვს.
სამძიმარი საერთოდ ყველას, ვისაც რამე დაემართა.
და სოლიდარობა ყველას, ვისაც შეიძლება დაემართოს.სამომავლოდ კი კარგი იქნებოდა გლობალური შაბლონის შემუშავება, რომლითაც საქართველო ყველაფერს გამოეხმაურება. მაგალითად:
„საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ყველაფერს, რაც ხდება ყველგან – დედამიწის ნებისმიერ წერტილში და მის გარშემო ორბიტაზეც.“
მოკლედ, სულ ტყუილად გვეგონა, რომ ბ–ნ ბიძინას არ აქვს გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა.
სინამდვილეში მას აქვს უნივერსალური სამძიმრის და ყოვლისმომცველი ჰუმანიტარული თანაგრძნობის საგარეო პოლიტიკა.
ნუთუ ასე ძნელია ამის დანახვა, თქვე უმადურებო?!
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












