„ბავშვებს მიეცით წამალი! პატრიოტები გამოუშვით ციხიდან! გახდით ჰუმანურები და შეიყვარეთ საქართველო, თავისუფალი, ევროპული, კეთილი და ერთსულოვანი, მუსიკალური და მხიარული“ - ნიკოლოზ რაჭველი

სოცმედია 1778734497

ნიკოლოზ რაჭველი

"მოდი ვთქვათ, რას აღარ მოვესწარით ჩვენ, ჩვენი თაობა, პირადად მე… 9 აპრილს მოვესწარი, 9 წლის ვიყავი, თან აქციაზე ვიყავით ვიდრე ილია მეორემ ქაშუეთში გადასვლისკენ მოგვიწოდა, დედა დაემორჩილა, მერე კი იქ ტაძარში შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა და სახლისკენ გავუყევით გზას, ცოტა ხანში წამოგვეწივნენ რუსულ ტანკებსა და ნიჩბებით შეიარაღებულ სპეცრაზმელებს გამოქცეულები და შევიტყვეთ რაც დატრიალდა პარლამენტის წინ… მეორე დღეს ისევ დავბრუნდით რუსთაველზე და არასდროს დამავიწყდება ნანახი, სიცარიელე, სიჩუმე და ბევრი ფეხსაცმელები მიმოფანტული სამანქანო სავალ გზაზე… მერე კი მალე იყო სამოქალაქო ომი, დანგრეული მთავარი გამზირი, ბუნკერიდან მაუწყებელი პირველი ეროვნული მთავრობა, მათი გაყვანა და პუტჩი, გადატრიალება… მერე ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, სასტიკი, დაუნდობელი… ლევან აბაშიძის დაღუპვა… ბევრი გმირობა და საბოლოოდ აფხაზეთის დაცემა… მერე ერთგვარი წინსვლა, გათბობისა და შუქის აღდგენა, მანამდე კი ძილი ქურქებით და ქურთუკებით, შეშის ფეჩები სახლებში, ნავთის ლამპები და რაღაცნაირი მოწყობილობები, რომ დატენიდი და თან ანათებდა თან კი რადიო ტალღებს იჭერდა და ამბებს გასმენინებდა… მერე ვარდების რევოლუცია და ჯერ სასტიკი პროცესი სამართლიანობის გამოსწორების, დაჭერები, დამუნათებები, მერე კი მსოფლიო ლიდერთა ვიზიტები და კვლავ ვიზიტები, მასშტაბური ღონისძიებები და კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიებები, საქვეყნო უკეთესობები, იუსტიციის სახლების თუ გამჭვირვალე პოლიციის შენობების გახსნები, მერე კი რუსეთის თავდასხმა და აგვისტოს რამდენიმე დღიანი ომი, კვლავ დაღუპული გმირები, ანწუხელიძე და მისი დარი ღირსეული ადამიანები თავიანთი დაუვიწყარი ისტორიებით, გლოვა, იმედი, მერე კარვების ქალაქი და გრეჩიხა სტადიონზე, მერე კი ბიძინას შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე, მერე არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მერე ისევ ანგარიშსწორების ტალღები, ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგობა რეზიდენციის შენობის ირგვლივ, კაბელების საქმე, ახალი ფარული ვიდეო ჩაწერები ძველი ფარული ჩანაწერების განადგურების პარალელურად, მერე კი დათბობა, რომელსაც საყოველთაო პანდემია მოყვა და მილიონობით მსხვერპლი დედამიწაზე, როცა ყოველ დილით ველოდებოდით ცერცვაძის ან სხვათა ვიდეო ინფორმაციებს მსხვერპლთა და დაავადებულთა სტატისტიკის შესახებ, მერე რუდეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის კურსის ძირეული ცვლილება, რასაც ისევ მოყვა დაუნდობელი დარბევები და დაჭერები, მანამდე გავრილოვის ვიზიტი და უმძიმესი ღამე, ასევე უმცირესობების დღეების ტაბურეტკებიანი დევნა და ივლისის მოვლენები ლექსო ლაშქარავას ლეტალური შედეგით… ადრე სანდრო გვირგვლიანის და მერე თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეთა უსამართლო ხელყოფა, დათო სალარიძის მამის ვედრება და მთელი ერის რუსთაველზე გავარდნა გვერდში დასადგომად, ეწ რუსული კანონის პირველი და მეორე წელი, სრული სიგიჟე, არჩევნები გაჟონილი მელნით და ნოემბრის შოკი, კიდევ უფრო სასტიკი დარბევები, რომელმაც 7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევები ახალ რეალობას გაუთანაბრა, თუმცა საპროტესტოდ მყოფი ხალხის მისწრაფებებით გაცილებით უფრო დამაზიანებელი გახადა სამშობლოსათვის… კანონები, ჯარიმები, დაპატიმრებები… მზია, პაატა, ანდრო… საოცარი ბიჭები და გოგონები… ხოდა ბოდიშის მოხდით ჩემი მშობლებისა დამათი მშობლების თაობასთან, მაგრამ ნიშნის მოგებით მოდით არავინ გველაპარაკოს, მეორე მსოფლიო ომი კი იყო სასტიკი, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ხელოვნური ინტელექტისა და მთვარეზე “გულაობის” ეპოქაში ჩვენ ვერავიზე მეტად ვერ გავიხარეთ და პირიქით, განვიცდით ყველაფერს საკმაოდ მძიმედ… განსხვავებით მათი მოდგმისგან, ვინც მაშინაც, 9 აპრილსაც, მერეც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვის დროსაც, 7 ნოემბერსაც, 26 მაისსაც, 20 ივნისსაც, 5 ივლისსაც, 28 ნოემბერსაც და კიდევ არაერთ დღესაც არ იკლებდა რესტორანსა და ბედნიერად ყოფნას… ესაა ჩემი ფიქრები ძილის წინ, დღეს, 13 მაისს, 2026 წელს, როცა ამერიკას ყავს ტრამპი, უკრაინას ზელენსკი, რუსეთს კვლავ პუტინი და საქართველოს … P.S. ბავშვებს მიეცით წამალი! პატრიოტები გამოუშვით ციხიდან! გახდით ჰუმანურები და შეიყვარეთ საქართველო, თავისუფალი, ევროპული, კეთილი და ერთსულოვანი, მუსიკალური და მხიარული!P.P.S. დიაგნოზი: ავტორი - წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე), ლექსი - ბედნიერი ერი! გ ა დ ა ვ ი კ ი თ ხ ო თ წმინდანის დანატოვარი! Google search pleaseP.P.S. ხლხნო, პაატა ბურჭულაძეს მიუსაჯა 7 წელი ქართველმა მოსამართლემ… პაატას, რომელმაც ჯერ თავისი ხმით და მუსიკალობით საქართველოს მთელს დედამიწაზე გაუთქვა სახელი და მერე მისი საქველმოქმედო ფონდის დამსახურებით ასობით გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი პირობები შეექმნა… აღარც კი ვამბობ, რომ მონსერატ კაბალიე და პლაჩიდო დომინგო (კიდევ ათეულობით სხვა მსოფლიო ლეგენდა) მის გამო ეწვია ჩვენს სამშობლოს სრულიად უსასყიდლოდ, უჰონორაროდ, ჩვენს მხარდასაჭერად და ჩვენი ხალხის დასახმარებლად…" | წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058