„ბევრმა იკითხა და გიპასუხებთ, გარდაცვლილია 4 თვის ანდრია კაპანაძე… სისხლს რომ გაგიყინავს, ისეთი ამბავია… მადლობა ყველას, თანხა ავაგროვეთ!…“ – სანდრო ელოშვილი

სოცმედია 1730354669

ელოშვილი

რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა გუშინ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა საქველმოქმედო განცხადება, რომელშიც მოქალაქეებს, სოფელ მანავში ხანძრის შედეგად დაღუპული მცირეწლოვნის ოჯახის დახმარების თხოვნით მიმართავდა.

„ჩვენთან, საქართველოში, ერთ ოჯახში ოთხი თვის წინ, ხუთი წლის ანასტასია ავარიაში მოყვა და ანგელოზებთან გაფრინდა ცაში. ის სიკეთე და სიყვარული რაც თან წაიღო დედამიწიდან, რამდენიმე დღეში ოჯახს მისი პატარა ძამიკოს, ანდრიას დაბადებით დაუბრუნდა.

ორი დღის წინ კი სოფელ მანავში ხანძარი გაჩნდა და… დაიკოსთან გაფრინდა პატარა ანდრიაც.

 

ოჯახს გადასვენების სახსრებიც კი არ ჰქონდა და გუშინ შეაგროვა ხალხმა… უკვე ჭიათურაშია დასვენებული.

მეგობრები მესაუბრნენ და მომიყვნენ, სისხლს რომ გაგიყინავს, ისეთი ამბავია…

 

უზომოდ გაჭირვებული ოჯახია, მანამდე ბაბუამ ვერ გაუძლო ოჯახის ასეთ ყოფას და თავი მოიკლა, ორი ანგელოზი ახლა ცაში გაფრინდა, სახლიც დაეწვათ…

ტკივილს ტკივილი ემატება, სიმწარეს სიმწარე… რომ არ მსმენია და მეტი მსგავსი ამბავი მტერზეც რომ არ მინდა გავიგო, ისეთია! ბებიამ, რომელსაც თვითონაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ვესაუბრე და ვუთხარი, რომ აუცილებლად მოგიყვებოდით ამ ამბავს და რასაც შევძლებდით, ცოტათი მაინც შევუმსუბუქებდით ასეთ მდგომარეობას…

გევედრებით, გააზიარეთ რა!

 

თუ ვინმეს რამე შეგვიძლია, მცირედი რომ გავიღოთ ამ ოჯახისთვის… ხვალ ყოფილა ბავშვის დაკრძალვა, რაც მოგროვდება ხვალ დილამდე… გადავცემ ოჯახის ახლობელს…“
როგორც ირკვევა, თანხის მობილიზება მცირე დროში მოხერხდა, რის გამოც სანდრო ელოშვილი მოქალაქეებს მადლობას უხდის.

„მადლობა ყველას

 

თანხა ავაგროვეთ.

 

ანგარიშები ავიღე, რომ აღარ ჩარიცხოთ!

 

გაიხარეთ! პოსტს დავტოვებ…

მეგობრებო, ბევრმა იკითხა და აქაც გიპასუხებთ. გარდაცვლილია 4 თვის ანდრია კაპანაძე, მე ოჯახს არ ვიცნობ, ვიცნობ ქალბატონ ნონას და მაკას, რომლებიც ეს დღეები ცდილობენ გვერდში დაადგნენ ოჯახს… ბავშვის ბებია, თამარ აბესაძეა, რომლის ანგარიშიც დაყადაღებულია, ამიტომაც მაქვს მითითებული ჩემი ანგარიში“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„ტროტუარზე აქციას კრძალავენ, ხალხო... 50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს  

სოცმედია 1765212179

ზელენსკიი
„რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765209480

მერაბ მეტრეველი
„ტყუილად იდანაშაულებთ თავს, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...

სოცმედია 1765209294

ლენტიი
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა

იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...

საზოგადოება 1765208915

ელენეე
ელენე ფხაკაძის წარმატების ფორმულა

„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა!   როგორია ელენეს...

სოცმედია 1765208719

ზარქუა
„კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ?" - ზარქუა

  "კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...

პოლიტიკა 1765208247