"ბიძინა გადაირიაო! წამოხტნენ "ოცნების“ წევრები, ხელში განავლისმფრქვეველი ქვემეხები მოიმარჯვეს და..." - რას წერს მერაბ მეტრეველი

სოცმედია 1708544520

მეტრეველი

"გასული დღეების განმავლობაში მოულოდნელად „ოცნებამ“ საარტილერიო შეტევა მიიტანა „ლელოზე“. ყველა მხრიდან გაუხსნეს ზალპური ცეცხლი. ცალკე პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები დააცხრნენ თავს, ცალკე - თბილისის მერი. რამდენიმე დღე არ გაჩერებულან. გუშინაც ტელევიზორიდან ყურში ჩამესმოდა ბექა დავითულიანის მონოტონური ხმა, როგორ წყევლიდა ხაზარაძეს.

მთელი კვირაა „ოცნება“ ხან აქედან შეუტევს ყოფილ ბანკირს, ხან იქედან. ყველა ცოდვა გაუხსნეს, რაც ბავშვობიდან მოყოლებული ოდესმე ჩაუდენია: ნაცების დროს მაგის „თი-ბი-სი“ ბანკი მონაწილეობდა ქონებების ჩამორთმევაშიო, მაგან ფული საერთოდ 90-იან წლებში ბანდიტურ საქართველოში იშოვაო, მანამდე კიდევ კომკავშირელი იყოო. მოკლედ, ისეთი აკრეფილი აქვთ, მალე ბავშვობაში მეზობლის ბოსტანში სტაფილო თუ მოუპარავს, იმასაც ამოუქექავენ.

არ იკითხავთ რა არის ასეთი გამწარების მიზეზი? „ლელომ“ ყოვლად გოიმური კამაპანია დაიწყო: არჩევნებამდე დარჩენილ კვირეებს ითვლიან შემდეგი სლოგანით - ამდენი და ამდენი კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვშიო ანუ არჩვენებს მოვიგებთ და ბიძინა რუსეთში გაიქცევაო. მე თუ მკითხავთ, მაგარი ქაჯური კამპანიაა და ყურადღებაც კი არ მიმიქცევია, მაგრამ როგორც ჩანს, ბიძინამ მიაქცია და გადაირია. ბიძინა გადაირიაო! წამოხტნენ „ოცნების“ წევრები, ხელში განავლისმფრქვეველი ქვემეხები მოიმარჯვეს და დაუშვეს ხაზარაძეს.

ჰოდა, ასხამენ და ასხამენ გაუჩერებლად. როგორ გაბედა ვინმემ ბელადს შეხებოდა! ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბიძინას სახელის აუგად ხსენება ასე მარტივად არავის შერჩება! „ოცნების“ სხვა ლიდერებზე რაც გინდათ ის თქვით, ბიძინასგან კი ხელები შორს! ბიძინა ხელშეუხებელია! ხაზარაძემ კი ეს დაივიწყა და საკადრისსაც მიიღებს!

ხაზარაძეს რომ აწი ვერაფერი გადაარჩენს, ცხადია, მე ახლა ყველაზე მეტად ის მაინტერესებს, როგორ იგეგმება „ოცნებაში“ ასეთი კამპანიები. ჯერ ბიძინა აღშფოთდება, ეს რა მაკადრესო და „ოცნების“ ლიდერებს დააცხრება, რას მიკეთებთ, პასუხს რატომ არ სცემთო, თუ პარტიის ლიდერშიპი თავად იჩენს ინიციატივას: თქვენ არ ინერვიულოთ, ბატონო ბიძინა, აგერ ნახეთ, რა დღეში ჩავაგდებთ, მაგ გაქსუებულ ბანკირსო (ან ვინმე სხვას, ვინც ბელადს შეეხება)?

ამ ყველაფრის რეალური შედეგი კი ისაა, მე რომ გოიმური მეგონა „ლელოს“ კამპანია, სკამაოდ შედეგიანი გამოდგა და აგერ ერთი კვირაა „ოცნების“წყალობით ტოპ თემებიდან არ ჩამოდიან. კარგად „აუწია მარკები“„ლელოს“ „ოცნებამ“. ხაზარაძის ადგილზე მე მხოლოდ მადლობას ვეტყოდი."

წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პაპუაშვილი
პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს. აუსტრე...

პოლიტიკა 1713949842

ლაზარეეე
ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რუსული კანონის წინააღმდეგ გასული წლის მარტში გამართული აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მისი შეწყალების გადაწყვეტილება განაჩე...

სამართალი 1713949697

ზარქუა
საგარეომ ლიეტუვის ელჩს მოსთხოვოს პასუხი - ზარქუა აუსტრევიჩუსის მიერ "ხარებას" და სირაძის დასანქცირების მოთხოვნაზე

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, სანქციების დაწესების მოთხოვნის ფარგლებში პირველად გაჟღერდა პოლიციის მაღალჩინოსნების სახელები. პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დ...

პოლიტიკა 1713949640

სასამართლო
ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად ცნეს დამნაშავედ - შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბ...

სამართალი 1713949530

კალაძე
კახა კალაძე: გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს?

„რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი  ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძისთვის გაურკვეველია,  ...

პოლიტიკა 1713949343

დაკავება
კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს - შსს-მ 2 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონ...

კრიმინალი 1713949079