„ბიძინას რა მოტივაცია აქვს და რატომ იძლევა ასეთ არაადეკვატურ ბრძანებებს, წარმოდგენა არა მაქვს“ - დავით ზურაბიშვილი

სოცმედია 1670220891    318

დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოცქსელში წერს:

„ის ფაქტი, რომ მთელმა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად პირში წყალი ჩაიგუბა და ორი დღეა სამძიმარის მაგვარიც არ დაცდენიათ უკრაინაში რუს ოკუპანტებთან მებრძოლი ქართველი ბიჭების სიკვდილზე, ცალსახად მიუთითებს, რომ დუმილის ბრძანება მოდის უშუალოდ და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან. ყველა სხვა შემთხვევაში ასე ტოტალურ პირის ამოკერვას ადგილი არ ექნებოდა და ვიღაცას მაინც წაძლევდა სული, სინდისი თუ რაც დარჩათ...თავად ბიძინას რა მოტივაცია აქვს და რატომ იძლევა ასეთ არაადეკვატურ ბრძანებებს, წარმოდგენა არა მაქვს. ნაცების პოზიციაც რომ გავიზიარო და დავუშვა მისი კრემლის აგენტობა და პუტინის მონობა, მაინც ძლიერ არაგონივრულია მსგავს შემთხვევებში მდუმარება. ეს მოეწონება მხოლოდ ღია ფაშისტებს და პრორუსებს, სხვას არავის, მათ შორის არც ოცნების შედარებით ზომიერ ამომრჩეველს, თუკი ასეთი დარჩა.მეორეს მხრივ პროპაგანდისტული კონტრშეტევის ამბავში იმდენად იდიოტური მესიჯბოქსი გამოაგდეს გოგა ხაინდრავას და სხვა ტროლ-ბოტების პირით, აქაოდა ნაცები ავღანეთში დაღუპულ ქართველებს რატომ არ გლოვობდითო (პროპაგანდა ხომ უნდა იყოს სიმართლესთან ცოტა ახლოს მაინც?), რომ როგორც ჩანს ხელისუფლების პოზიციით უკმაყოფილო ნამეტნავად ბევრი დათვალეს და ფართხა-ფურთხით გამოაცხვეს ეს ბრიყვული პასუხი. აბა ბიძინას ხომ ვერ შეჰბედავდნენ, არასწორ ბრძანებას იძლევიო.რა გამოვა საბოლოო ჯამში აქედან, რთული სათქმელია, მაგრამ აშკარაა ოცნების, შეიძლება ითქვას, ასავალდასავალიზაციის და გამოალტინფოების ტენდენცია. ასე გააგრძელონ ამათ და რა ტურასაც დაიჭერენ 2024-ში, იმასაც ვნახავ.Updated. როგორც ჩანს იმდენად მასშტაბური იყო ხელისუფლებით უკმაყოფილება, რომ ციდან ჩამოესმათ რეკა: ავღანეთის მესიჯბოქსი გაუქმდა, საღამოს იმედის ეთერში კი ვოლსკის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს მიუსამძიმრებიათ დაღუპულთა ოჯახებისთვის და ტრადიციული "გაპრავება" დაუდიათ რუსეთის არგაღიზიანების არგუმენტით, რა ვქნათ, მეტი რომ ვთქვათ, ომის საფრთხის წინაშე დავდგებითო. თუმცა, ეს არ ხსნის იმას, ორი დღე რატომ იყვნენ დადუმებულები.“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
რა ჯილდო და რისთვის გადასცეს ირაკლი კობახიძეს

"საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბილბაოში ისაუბრა, სადაც ქართულ...

პოლიტიკა 1675009264

ხოფერია
„პოლიტიკური მასხარა, კარიკატურა, იდიოტი, ფსიქოპატი“ - ვის ეძახის დებილებს ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოცქსელში წერს: „იდიოტოკრატია…..1.შვედეთში, იდიოტებმა, წმინდა წიგნი- ყურანი მისცეს ცეცხლს!2. თურქეთში შვედეთის დროშა დაწვეს!3. დანიაში, დებილებმა, ისევ დაწვეს ყურან...

სოცმედია 1675009092

მელია
არჩევნები ენმ-ში - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“თითოეული ამომრჩევლის ხმა ყურადსაღები და ფასეულია” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. არჩევნების დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მან საგანგებო მიმა...

პოლიტიკა 1675008860

კადიროვი
„ფაშისტები არიან“ - კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ისლამის მოწინააღმდეგე რუსებს "უკრაინული ფაშიზმის ნაწილს" უწოდებს: "მე არ ვთვლი ასეთ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად, ისინი ფაშისტები არიან. ყველას მოვუწოდებ, პატივისცემ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1675005551

ვოლსკი
„არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"მკურნალობის კურსს არ იცავენ... გიული ალასანიას წამოცდენები მიუთითებს, რომ თაღლითები არიან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი საუბრობს.   „არსებობს გარკვეული დიეტა, მკურნალობის კურსი,...

პოლიტიკა 1675005476

არჩილ ხოფერია
„ისევ ამოდის სანგარიდან შვილის ზმანება“ - არჩილ ხოფერიას ლექსი უკრაინაში დაღუპულ შვილს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში ემოციურ ლექსს გვიზიარებს. ლექსი არჩილ ხოფერიამ გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით დაწერა. „ისევ დაღამდა…კიდევ ერთხელ გაან...

საზოგადოება 1675005098