სოცმედია • 1716981651
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: „როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან, ქალი ფეხზე ძლივს დგას…სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში!და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს!! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება – პატიოსნად!!! თქვენ ვერ წარმოგგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი ჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს!ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას!“
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა
პოლიტიკა • 1739215853
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები
პოლიტიკა • 1739215484
რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...
პოლიტიკა • 1739214828
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...
პოლიტიკა • 1739214754
ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...
პოლიტიკა • 1739204073
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი