"ძალიან ბევრ ადამიანთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი არსებობს, იმ პირებზე, ვისაც ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე ჰქონდათ შეფარდებული" - ნიკა სიმონიშვილი 4 ივნისს შეკრებაზე

სოცმედია 1780544248

ნიკა სიმონიშვილი

იურისტი, ნიკა სიმონიშვილი:

4 ივნისს (ხვალ) პარლამენტთან გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ:
როგორც იცით, ყოველ დღესთან დაკავშირებით შსს-ში იწერებოდა გაფრთხილება 5 დღით ადრე, როგორც წესი, წინასწარ რამდენიმე დღესთან დაკავშირებით. ბოლო ასეთი გაფრთხილება გაკეთებული იყო 3 ივნისის (დღევანდელის) ჩათვლით.გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, შემდგომ დღეებზე გაფრთხილება დაწერილი აღარ იყო. იმისთვის, რომ 5 დღიანი ვადის დაცვის საკითხი არ გაპრობლემებულიყო და რადგანაც არასამუშაო დღეების გამო ამ ვადის დაცვა ვერ ხერხდებოდა, 30 მაისს ელ. ფოსტით გავუგზავნე შსს-ს შეკრებაზე გაფრთხილება, 4, 5 და 6 ივნისის შეკრებებზე. ამ განცხადების ტექსტი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით იყო დამოწმებული, რაც კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო უწყებებთან კომუნიკაციის სრულფასოვანი ფორმაა და სველ ხელმოწერაზე უფრო მეტად სანდოც კია.ორშაბათს საპატრულოდან მეილი მივიღე, რომ განცხადება ფიზიკურად მიმეტანა, რადგანაც ვერ ხდებოდა ჩემი იდენტიფიცირება. კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ჩემს მეტი ვერავინ გამოიყენებს და მას ყველა ადმინისტრაციული ორგანო ენდობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შსს-მ ვერ დამაიდენტიფიცირა.მოკლედ, ორშაბათსვე წავიღე სველი ხელმოწერით განცხადება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და ფიზიკურადაც შევატყობინე ორშაბათსვე (1 ივნისს). იქვე ისიც დავუწერე, მეილზე რომ მოგივიდათ წერილი, მართლა მე ვიყავი მეთქი და ეგენიც მივუტანე.იმის მიუხედავად, რომ გაფრთხილება დროულად იყო გაგზავნილი, დღეს დამირეკეს და შემატყობინეს, რომ 4 ივნისის შეკრებასთან დაკავშირებით, გაფრთხილების ვადის დარღვევის გამო, უარყოფითი პასუხია თქვენს განცხადებაზეო, დასაბუტებულ პასუხს კი წერილობითაც გამოგიგზავნით მისამართზეო (რაც ჯერ არ მიმიღია). იანვარში მსგავსი განცხადება რომ გავუგზავნე, მაშინ დამირეგისტრირეს, ახლა კი თურმე ვეღარ მაიდენტიფიცირებენ.ცხადია, რომ შსს-ს პრაქტიკა გადასულია სანებართვო სისტემაზე, რაც კონსტიტუციის და ქართული ოცნებისვე დაწერილი კანონის უხეში დარღვევაა, შეკრებაზე უარის თქმის უფლება მათ არ აქვთ.აქვე იმასაც გეტყვით, რომ 5 და 6 ივნისზე ვადა დაცულად ჩათვალეს და ეს ვებზეც გამოქვეყნებულია, 4 რიცხვზე მიიჩნევენ მხოლოდ ვადას დაუცველად.ამის შესახებ მინდოდა ყველასთვის შემეტყობინებინა, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანთან მიმართებით სისხლისსამართლებრივი დევნის რისკი არსებობს იმ პირებზე, ვისაც ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე ჰქონდათ შეფარდებული.პირადად ჩემს პოზიციას კი რაც შეეხება, გეტყვით, რომ არავის ნებართვა არ მჭირდება შეკრებისთვის და რამის გასაპროტესტებლად, დღესაც ვიქნები რუსთაველზე და ხვალაც აუცილებლად.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058