„ეს კადრები რეალობის ზღვაში წვეთია... როდემდის მონობა?!“ - არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა "მელაძის შაბათის" ანონსზე

სოცმედია 1781335379

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს კადრები რეალობის ზღვაში წვეთია... - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა "ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსში გასულ კადრებს, სადაც პოლიციის განყოფილებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობსი ფაქტებია ასახული.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ხშირად დუმილით, მოძალადეთა ქებითა და მათთვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით ხვდება საზოგადოების ნაწილი.

როდემდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!" - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

ძალიან მძიმეა ამ კადრების ყურებაც, გაზიარებაც და ამაზე რამე ახლის თქმაც... გიკვირთ ვინმეს? სამწუხაროდ, რომ არა. ეს კადრები რომ რეალობის ზღვაში წვეთია ესეც კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ მაინც ხან დუმილით ვხვდებით, ხან მოძალადეთა ქებითა და მათთვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით, ძალაუფლების მქონე ხალხთან კიდე უფრო დაახლოებით და მრავალი მერკანტილური დამოკიდებულებით... რა დაგვემართა ასეთი ერს? რამ დაგვაჩლუნგა ისე, რომ ძალადობაზე უარის თქმაც მტრობად შეგვირაცხავს და მოძალადეთა მხარეს დგომა კი გმირობად... საკმაო ხანია არაფერი დამიწერია, და არც ამით ვწერ რამე ახალს, მაგრამ როდემდის? როდემდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!" - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.

"ნოდარ მელაძის შაბათმა" პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ)

გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის ეთერის" ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მურთაზ ზოდელავა
მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში", გაირკვა, რომ ორჯერ გადაიტანა ინსულტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...

პოლიტიკა 1784286900

მარნეული პოლიცია
მარნეულში შვილმა მამა მოკლა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...

კრიმინალი 1784282118

შსს დაკავება
ბათუმში ბინის შეძენისა და რემონტის საბაბით, მოქალაქეს 171 000 ლარამდე გამოსძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...

კრიმინალი 1784281815

ელექტრო სტიმულაცია
რომელი დაავადებების დროს ინიშნება ელექტრო სტიმულაცია?

ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...

საზოგადოება 1784275999

გაზი
გაზსადენის დაზიანების გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...

საზოგადოება 1784275014

ელექტროიმპულსური თერაპია
ელექტრო იმპულსური თერაპია – როგორ მოქმედებს ტკივილის შემცირებაზე?

ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...

საზოგადოება 1784273697