ფოტო არქივიდან, რომელიც ჯებირის წინასწარ გადაჭრის შესახებ ეჭვებს აღრმავებს
სოცმედია • 1760252829
ფოტო არქივიდან, რომელიც ჯებირის წინასწარ გადაჭრის შესახებ ეჭვებს აღრმავებს - დეა მეტრეველი Facebook-ზე მიმართვას და 2024 წელს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ერთი წლის წინ 29 დეკემბერს, როცა ხალხი სალომე ზურაბიშვილს ემშვიდობებოდა და მის სიტყვას ელოდა, რეზიდენციის ღობეზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი იყო ასული და მაშინ ეს კონსტრუქცია არც კი დაზიანებულა.
ეს ფოტო 2024 წლის 29 დეკემბერს არის გადაღებული - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეს მისი სიტყვის მოსასმენად მისული მოქალაქეები და მედია ათონელის რეზიდენციის გარეთ ელოდება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას. ათობით უცხოელელი და ქართველი ჟურნალისტი ღობის მეორე მხარეს კამერებით (საკმაოდ მძიმე ინვენტარი) საკმაოდ მჭიდროდ (ხშირად ორ რიგადაც) ზემოთ ასული იღებდა პრეზიდენტის გამოსვლას. ეს ღობე თუ ასეთი “მრგრძნობიარე” იყო, ის აუცილებლად დაზიანდებოდა, მინიმუმ დეფორმირდებოდა. ხოდა, რანაირად მოხდა, რომ 4 ოქტომბერს 4 წამში 5 კაცის ჯაჯგურით გადავარდა თუ წინასწარ არ იყო გადასავარდნად გამზადებული? ან ის ხალხი ვინ იყო, ვინც პირველებმა ჯაჯგური დაუწყო და სხვები აიყოლია… ძალადობისკენ მოუწოდა? ამ კითხვებზე არის პასუხები?
4 ოქტომბერი იყო მახე, რათა უფრო მეტი ადამიანი გაემწარებინათ! სამართლიანი უწყვეტი პროტესტი ძალადობრივად მოენათლათ და დაესრულებინათ.
ათობით მოქალაქე (ზოგი უმძიმესი ჯანმრთელობის პრობლემებით, ზოგიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი) დააკავეს და უხარიათ. თანაგრძნობა 0 აქვს რეჰიმს… უკვე ვიცით.
თუმცა, ჩვენი უპირობო სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ადამიანებს - 46 ახალი პოლიტიკური ტყვე გვყავს ქვეყანაში.
ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ “მორყეული ღობის” სიუჟეტს ნოდარ მელაძის დღევანდელი შაბათის გადაცემაში"- წერს პოლიტიკოსი. იყო თუ არა ღობე რომლის წაქცევისთვის 40-ზე მეტი ადამიანი ციხეში გაუშვეს, წინასწარ გადაჭრილი - ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "შაბათის ეთერმა" მრავალათასიანი ჩანაწერები გაშიფრა და მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღობე სავარაუდოდ გადაჭრილია და მავთულებით მიბმულია რკინის კონსტრუქციას.
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494
ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...
შემთხვევა • 1781236944
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...
შემთხვევა • 1781236840
"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...
პოლიტიკა • 1781186174











