"გამოდიან და მიამიტი სახეებით წუწუნებენ, მოღალატეები არ ვართო..." - რას წერს ნენე დალაქიშვილი
სოცმედია • 1679168100 586

"რუსული ოცნება" იმას იმკის, რაც დათესა.
მეათე წელია, მათ, ვინც არ ეთანხმება ნაცებს, მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს, დესტრუქციულებს და პროვოკატორებს ეძახის.
ახლა გამოდიან და მიამიტი სახეებით წუწუნებენ, მოღალატეები არ ვართო.
ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას უსაფუძვლოდ მიაკერეს მოღალაატების იარლიყი.
ლევან ბერძენიშვილს "სუს"-ის აგენტი ნათია ბერიძე დაახვედრეს.
ნიკა გვარამია გამოგონილი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს.
დასავლეთი ეუბნებათ, ევროკავშირი თუ გინდათ, მიშა სამკურნალოდ უნდა გაუშვათო და ქვა ააგდეს, თავი შეუშვირეს.
კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს უსმენენ, სცემენ, კლავენ.
წულუკიანმა გელათი მოსპო და გაანადგურა, პროფესიონალი კადრები სამსახურებიდან გაყარა.
კორუფციის ჭაობში გვახრჩობენ, ცოლებს ტყეებს ჩუქნიან.
საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ.
კიდევ ათასი სისაძაგლე ჩაიდინეს და ბოლოს, ამ რუსული კანონით, რუსეთში შეთრევა დაგვიპირეს.
ხოდა, ჩვენ კი არა, ქართული ოცნება / Georgian Dream თქვენ ხართ მოღალატეები და თქვენ ხართ რუსები - ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
რამდენჯერაც თავს წამოყოფთ, იმდენჯერ მოღალატის ძახილს მიიღებთ.
დიდი დრო აღარ დაგრჩათ."
- წერს ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში.

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...
საზოგადოება • 1679934240

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157