"გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივი ძალადობაში არიან" - რას წერს ბაია პატარაია
სოცმედია • 1669323000 297

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„12 წლის ბავშვი ბავშვს აჩენს და რა გინდა, უხარია თვითონო. მარტო ის ფაქტი, რომ უხარია, უკვე გვიჩვენებს, როგორი პატარაა ბავშვი, და რამდენად ვერ იაზრებს რაშია გახვეული, თოჯინობანა ჰგონია დედობანა. 11-12 წლის ბავშვს იცნობთ? შეიძლება მან მიიღოს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით სექსზე? რა ცოდნა აქვს ან რა სიმწიფე, რომ გაისიგრძეგანოს, რა არის სქესობრივი ურთიერთობა და მიიღოს გადაწყვეტილება ამაზე? ეს ერთმნიშვნელოვნად გაუპატიურებაა. ბავშვის მოტყუება და მანიპულირება ხომ ადვილია...
14 წლის გაუპატიურებული გოგო საკუთარმა ღორმა მამამ ისე სცემა, ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
14 წლის გაუპატიურებული ნინი რომ სუიციდამდე მიიყვანა საკუთარმა ოჯახმა და გარემომ, ეგეც ხომ გვახსოვს?!
დღეს გოგოები და ქალები ყველაზე დაუცველები სქესობრივი ძალადობაში არიან. მათ კანონიც კი არ იცავს სათანადოდ, არათუ პოლიცია და სასამართლო.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავები და ჩვენი შვილები და ჩვენი უძვირფასესი ადამიანები ამ საზარელი დანაშაულებისაგან. ამიტომ გამოდი გარეთ ხვალ, 25 ნოემბერს, 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და მოითხოვე გაუპატიურების კანონის ცვლილება!“

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...
კრიმინალი • 1696270347

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...
პოლიტიკა • 1696269540

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944