"გვარამიას ადგილას თუ არა, მის გვერდით არ უნდა იჯდეს ახლა იგივე მუხლით?" - ნინო ჟვანია თეა წულუკიანზე

სოცმედია 1660059572

ჟვანია წულუკიანი

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე სოციალურ ქსელში წერს:

"დინარა ვაჩნაძემ წულუკიანს სასამართლოში უჩივლა, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებისთვის და ეს პროცესი მოიგო. სასამართლომ სამინისტროს დააკისრა ფულადი კომპენსაციის გადახდა, პლიუს იმდენი ხელფასი რასაც გათავისუფლების დღიდან დღემდე აიღებდა.

წულუკიანმა დინარასნაირად, უკანონოდ 70-მდე თანამშრომელი გაუშვა. ყველამ რომ იჩივლოს და ყველამ მოიგოს აბა დაიანგარიშეთ რამხელა თანხა გამოდის ამ ხალხისთვის კომპენსაციების დასარიგებლად.

ყურადღება შეკითხვა: უნდა ჩაითვალოს თუ არა რომ მინისტრი წულუკიანი:

1. ვერ ფლობს სათანადო დონეზე საჯარო მოხელის უნარჩვევებს.
2. გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.
3. მისი მხრიდან ადგილი ქონდა ადამიანების დისკრიმინაციას და პარტიული ნიშნით შევიწროვებას.
4. დაარღვია წესები და კანონები. გამოიჩინა არაკვალიფიციურობა, მოკლედ რომ ვთქვა თანამდებობისთვის შეუფერებელი ტიპია და მთავარი,
5. ფინანსური ზარალი მიაყენა ბიუჯეტს თავისი ბოღმადებილიზმით.

რატომაა ბოლო კითხვა მთავარი?

ხომ ვერ გამახსენებდით ნიკა გვარამია რისთვის ზის ციხეში?

ვინ დააზარალა ფინანსურადო? აააა, კერძო კომპანია?

ანუ იმ 1 მანქანას იმის მაგივრად რომ თანამშრომლები ეტარებინა, მისი ცოლი დაჰყავდა და ბენზინი პირადი სარგებლობისთვის დახარჯაო? და ამით კერძო კომპანიას ზარალი მიადგაო?

აბა ახლა დამითვალეთ ამ ყრძო ქალის ბოღმა ქმედებების გამო ბიუჯეტმა რამდენით იზარალა და ჩემი და თქვენი გადასახადებიდან ამ უსამართლოდ დაჩაგრული ხალხის კომპენსაციები და ხელფასები რომ დაიფარება, ისევ ჩვენ რომ მოგვაკლდება ეს ფული წულუკიანს ამით რა? გგონიათ ხელფასზე დანამატსაც არ გამოიწერს ამის მერე?

ხოდა ცუდი მუშაობისთვის მე და თქვენ თუ გაგვაგდებდნენ სამსახურიდან, მგონი ლოგიკური შეკითხვაა - წულუკიანი არ უნდა დაითხოვონ და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი საკუთარი სახსრებით არ უნდა დააფარინონ?

გვარამიას ადგილას თუ არა, გვერდით არ უნდა იჯდეს ახლა იგივე მუხლით?"

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბექა ოდიშარია
„ბოდიში, თუ ივანიშვილი ტრიბუნასთან არ ჩამოდგება“ - ბექა ოდიშარია

“ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიასთან და ქვეყანასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საქმეებში ჩართულია და საერთოდ არ არის საჭირო მისი საჯაროდ გამოჩენა. არადა, კითხვა ბიძ...

პოლიტიკა 1711725191

ამინდი
ტემპერატურა +26 გრადუსამდე მოიმატებს - უახლესი პროგნოზი

30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და პირველ აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ...

საზოგადოება 1711724762

ბორკილები
"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ" - ჯანდაცვაში კორუფციის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ჯერჯერობით ბრალდება არ წარდგენია... მტკიცებულებებს ჯერ არ ვიცნობთ, მაგრამ ეჭვის თვალით ვუყურებთ მათ", - ამის შესახებ ჯანდაცვის სექტორში კორუფციის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვი...

კრიმინალი 1711724664

ბუდუ
ემოციური ვიდეო - როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს. ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.    

სოცმედია 1711719038

ტუსკი
„ევროპა ომის წინა პერიოდშია“ - ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს. ის ევროპელ ლიდერებს უკრაინ...

მსოფლიო 1711718903

კალააშოვი
შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი თავისუფალია - კალაშოვი, იგივე შაქრო მალადოი რუსული ციხიდან გაათავისუფლეს. ის გამოძალვის საქმეზე იყო გასამართლებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კალაშოვი საპატიმროდან...

კრიმინალი 1711718316