სოცმედია • 1721186996
მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:
ყველაზე მაღალი გოგო
მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტარდებოდა, მთელი სკოლა დირექტორის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მწკრივში დგებოდა. დირექტორი კიბის ზედა საფეხურიდან გვაკვირდებოდა, ხოლო რადიოს ჩახრინწულ ხმაზე ფიზკულტურის მასწავლებელი სხვადასხვა ვარჯიშს გვაჩვენებდა, რომელსაც მოსწავლეები სინქრონულად უნდა ავყოლოდით. „ერთი, ორი, სამი… ერთი, ორი, სამი…“ – ისმოდა მასწავლებლის ხმა ტამ, ტარარა რა რა, ტამტარა მუსიკაზე.
ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს სკოლაში მოვიდა ახალი მასწავლებელი, რომელსაც გოგონა მოჰყვა. როგორც მერე გავარკვიეთ, მასწავლებელი ქიმიის იყო, გოგონა კი მისი შვილი, სახელად, ირინა. განსხვავებულმა სკოლის ფორმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. მერე მივხვდი, რადგანაც მასწავლებლის შვილის იყო, ალბათ, ამიტომ დართეს ნება ასეთი ფორმის ტარების, მაშინ ხომ ყველას ერთნაირი, საბჭოთა „გოსტ“ სტანდარტის ფორმა უნდა სცმოდა. მოკლედ, ამ დაკვირვებაში ვიყავი, რომ ეს უბაფთო გოგონა (ბაფთა ასევე სავალდებულო იყო ყველა გოგონასთვის) პირდაპირ ჩემ შემდეგ დააყენეს, როგორც ყველაზე მაღალი გოგოებს შორის და დაიწყო ჩემი ნერვიულობა. არ მესიამოვნა ჯერ ის, რომ მისით დავინტერესდი და, რაც მთავარია ის, რომ მასზე დაბალი აღმოვჩნდი. ეს ამბავი ბაბუაჩემ ჟაკოს გავუმხილე. არ იდარდო, მე ვიცი მაგისი წამალიო, მითხრა და ბებიაჩემ ანიკოს დაავალა, რომ ჩემთვის სტაფილოს და ფეიხოას წვენი დაეწურა ხოლმე. მეც სულმოუთქმელად ვსვამდი ბებიას დაწურულ წვენებს იმ იმედით, რომ ჩემი ადგილი ბიჭების რიგში ცოტათი მაინც წინ გადაინაცვლებდა. არ მახსოვს, როდის შევეშვი წვენების სმას, ალბათ მაშინ, როდესაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვერა და ვერ მიშველა, მაგრამ უკვე მეცხრე კლასში, საზაფხულო არდადაგებიდან დაბრუნებულს, მასწავლებელი მომიტრიალდა და მითხრა, ხაზარაძე, კარადის თავზე წიგნები აწყვია და ჩამომიღე, მაღალი ხარ და არ გაგიჭირდებაო. ეს რა მითხრა, მაღალი ხარო! ხომ არ მომესმა?! მაშინ მივხვდი, რომ იმ ზაფხულს სწრაფად ავიყარე ტანი და ბიჭების რიგში, საპატიო წინა ადგილზეც გადავინაცვლე.
იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს, ჩემი ცოლი და ყველაზე მაგარი მეგობარია. ირინასთვის ბავშვობაში სასიყვარულო წერილი არასდროს მიმიწერია. რა ვიცი, მრცხვენოდა თუ მეშინოდა, სხვას არ წაეკითხა, ახლა ამის გარკვევას რა აზრი აქვს. ჰოდა, ახლა, ამ წიგნში მინდა ვუთხრა, რომ პირველი დღეებიდან მიყვარს, რომ მასთან გატარებული ეს წლები დიდი საჩუქარია და მისი გვერდით დგომა რომ არა, ბევრ სირთულეს ვერ გადავლახავდი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას ამერიკის ყურე ეწოდა. "ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეი...
მსოფლიო • 1737809613
საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს და წერს, რომ გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Privede...
პოლიტიკა • 1737809522
"ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან... მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს," - ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ვატიკანი...
პოლიტიკა • 1737809122
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები - ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისც...
პოლიტიკა • 1737788607
უკვე მეორე წელია, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ამერიკის სავაჭრო პალატა და MAC Georgia ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სტიპენდიატებს ასახელებს და მათ სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737788031
მურმან დუმბაძე სოცქსელში წერს: მზია ამაღლობელმა ხელი გაარტყა დგებუაძეს.საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობ ამბავს მოვყვები.1993 წლის 9 აპრილია. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წევრი ავთანდილ ბერიძე (თი...
სოცმედია • 1737786470
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი