"ირაკლი დგებუაძე ჩვენს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი" - ნაირა გელაშვილი

სოცმედია 1738475762

ნაირა გელაშვილი დგებუაძე


"როდემდე?

როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით?

იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ!

იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო უღირსებო, ლაჩარი კაცებით, რომლებიც ვაჟკაცობად თვლიან უმწეო პატიმარი ქალის შეურაცხყოფას, მისდამი უხამს მუქარას და შურისძიებას!

რომლებსაც მამაკაცური ღირსების კოდექსის არსებობის შესახებ არასოდეს არაფერი სმენიათ!

ი. დ.- ძის მაგვარ ძალოვანთა გარეგნულად გაფუყული მამაკაცობა უბადრუკობით არის ამოვსებული! ასეთებს შეუძლიათ საქვეყნოდ იწუწუნონ, რომ ქალის სუსტად მოქნეულმა ხელმა, უფრო ზუსტად კი თითების შეხებამ ნიკაპზე, ტკივილი მიაყენა მათ! (აი, ამაზე კი შეგვიძლია თქმა, რომ მსგავსი რამ საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში ნამდვილად არ მომხდარა!).

ასეთებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ გააგებინებს, რას ნიშნავს სიტყვა „სირცხვილი“ და „სამარცხვინო“!

ეს სუბიექტი ჩვენს უახლეს ისტორიასა და წიგნში „ღირსების შესახებ“ (რომელიც, საბედნიეროდ, იწერება), შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი!

საერთოდ, მზია ამაღლობელის ამბავი ტესტია მთელი საზოგადოებრივი მორალისთვის და ცალკე უნდა გაანალიზდეს იმ არსებათა საქციელი, სისხლისა და შურისძიების წყურვილი ქვეცნობიერში რომ აქვთ ჩატენილი და მსგავს შემთხვევებში ამოანთხევენ ხოლმე ან ხმამაღლა ან ხმადაბლა, ოღონდ შეფუთულს სახელმწიფოებრივი წესრიგისადმი ერთგულებით. ასეთები ჩუმად იტანდნენ და იტანენ დამცირებას და ახლა უბრალოდ შურთ იმისი, ვინც ეს ვერ და არ აიტანა („შიმშილობს და იშიმშილოს!“ „იშიმშილოს და მოკვდეს“! -სოციალური ქსელები).

მაგრამ განსაკუთრებით შემზარავი ის არის, რომ არც საერო და არც სასულიერო ხელისუფალთა შორის ერთიც კი არ აღმოჩნდა, ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანი, ქალი, (რომელიც მუდამ სანიმუშო რეპუტაციით, პროფესიული ცოდნითა და თავდადებული შრომით გამოირჩეოდა), უკვე 21-ე დღეა შიმშილობს!

ვინც შეწუხდებოდა მაინც, რომ მოქალაქე ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, მერე არა ადამიანური მოპყრობით აფექტურ მდგომარეობამდე მიიყვანეს, და მერე სუსტად მოქნეული სილის გამო შვიდ წელს უსჯიან და თან სახელს უტეხენ! ვინც აღშფოთდებოდა, რომ მას მშვიდად იმეტებენ სიკვდილისათვის! ეს ხომ იგივეა რაც მკვლელობა!

ცხადია, ვისაც ბოლომდე სურს მკვლელად ჩამოყალიბდეს, იმას ვეღარაფერი შეაჩერებს, მაგრამ რადგან სასწაულების მჯერა, მაინც მოგიწოდებთ: სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი! გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები! (ომშიც ხომ აქვს ადგილი სიკეთის ცალკეულ გამოვლინებებს).

მერე მართლა გვიან იქნება და გვიან იქნება მრავალი თვალსაზრისით."- წერს Facebook-ზე მწერალი და მთარგმნელი, ნაირა გელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჯაღმაიძე
ვიდეო: ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს

ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს

პოლიტიკა 1762706988

ორბანი ტრამპი
ტრამპის ადმინისტრაცია ორბანის განცხადებას უარყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო უნგრეთის მხარის მტკიცება, რომ ბუდაპეშტი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებულია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან. ვაშინგტ...

მსოფლიო 1762705556

ტურავა
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს | ამ...

პოლიტიკა 1762705456

დოროთე სტეფანე
„მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია და მკვდრებში ვერ და არ მკვიდრობს სულიწმინდა ღმერთი" - არქიმანდრიტი დოროთე

"მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მე, არქიმანდრიტი დოროთე, დაცლილი ვარ სულიწმინდისგან. მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია დ...

სოცმედია 1762705318

სირიის პრეზიდენტი
სირიის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში - აჰმედ ალ-შარა ტრამპს შეხვდება

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება...

მსოფლიო 1762705180

ბედმეირება
რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ 

რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ   

ეს საინტერესოა 1762705071