„ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად. იმდენ სიგიჟეს იზამენ, სულ რომ გულით უნდოდეს ვინმეს ამათთან ჩახუტება, შანსს არ დაუტოვებენ“ - ნინო ჯანგირაშვილი

სოცმედია 1759730862

ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი:

ხალხო მეტისმეტად მჭმუნვარებაში ვართ ორი დღეა და ცოტა გავერთოთ რა. უსამართლობაა, რომ უყურადღებოდ ჩაიკარგა ამბავი იმის შესახებ, რა ჩლუნგია მამუკა მდინარაძე და რამხელა შარში გახვია ივანიშვილი, სანამ ის მონას მონაზე აგზავნის შტატებში, რომლებიც დაწანწალებენ და იხვეწებიან, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონ და რამე აღიარებისმაგვარი მაინც მიაშავონ ქოცნებას.წინა კვირას მაღალყელიანი შავი წინდები ხომ ჩააცვეს და დასვეს დარბაისლურად იმედზე, სადაც დიდი “სქემა გახეთქა“. ანუ თქვა, რომ რაც ფარას კანონი ამოქმედდა რადიკალიზმის დაფინანსების სხვა გზების მოძებნას ცდილობენო და “ერთ–ერთი არხი ამხილა/გაშიფრა“.“მაგალითად, ტაილანდიდან, ერთ–ერთი ქვეყნის საელჩოს, ერთ–ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი ანტიჩინური მიზნებისთვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში. სინამდვილეში 99%–ის შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს.ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა.“ – ბრძანა პატივცემულმა მდინარაძემ.ბევრი დაიბნა მაშინ, ტაილანდი თუ ტაივანი, რა უნდოდა, რისი თქმა უნდოდა, რა შეეშალა. რა შუაშია ბანკოკოში აშშ–ს საელჩო?• რა ხდება სინამდვილეში:ბანგკოკის Financial Service Center (USDO 8768) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ბექ-ოფისის ნაწილი. ანუ ეს არის გადახდის ტექნიკური პუნქტი, სადაც ხდება უცხოური ვალუტაში ჩარიცხვები, ხელფასები, გრანტების თანხები და სხვა მსგავსი ტრანზაქციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.• აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს ორი გლობალური ფინანსური სერვის-ცენტრი – ერთი ჩარლსტონში (აშშ) Charleston, South Carolina (CGFS/CFSC) და მეორე ბანგკოკში (ტაილანდი) Bangkok, Thailand (CGFS/BFSC). ეს ინფორმაცია დევს ოფიციალურად ხაზინის საიტზე.ეს ცენტრები ემსახურება მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ყველა მისიის ფინანსურ ოპერაციებს:• აქედან ხდება ხელფასებისა და პენსიების გადარიცხვა ამერიკის მთავრობის თანამშრომლებისთვის საზღვარგარეთ;• გრანტების, განათლების და გაცვლითი პროგრამების ხარჯების დაფინანსება;• ტექნიკური ანგარიშსწორება სხვადასხვა ქვეყანასა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.• ანგარიშგება, აუდიტი სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ფედერალური უწყებების სახელით, რომლებიც საზღვარგარეთ საქმიანობენ.ანუ, როცა საქართველოს უნივერსიტეტი ან NGO იღებს USAID-ის გრანტს, ტრანზაქციის ამონაწერში შეიძლება ეწეროს „Bangkok/USDO 8768“, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ტრანზაქცია ბანკოკის ფინანსური ცენტრის ანგარიშიდან შესრულდა,რადგან ეს არის აშშ-ის გლობალური საერთაშორისო გადასახდელების კვანძი. ბანკოკში აშშ–ს საელჩო საერთოდ არაფერ შუაშია.როგორც ჩანს, ამონაწერებში ბანკოკის დანახვით ისე გაქაჯდნენ, რომ ღია წყაროებითაც კი არ გადაამოწმეს რა შუაშია ბანკოკი.ქლიავმა მდინარაძემ და სუსის საქლიავეთმა დაასკვნეს, რომ რაღაც დიდი ფინანსური სქემა გახეთქეს ბანკოკის აღმოჩენით და ფაქტიურად აშშ–ს სახელმწფიო დეპარტამენტი აქ რადიკალიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულეს, რასაც მოჰყვა კიდევაც შესაბამისი რეაქცია. სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩი დაიბარა და პროტესტი გამოხატა ამ ბრალდებებზე. აუხსნიან ალბათ ქოც ინდაურს რას ნიშნავს “ბანკოკიდან დაფინანსება“.მოკლედ, ისევ ქოცების იმედზე ვარ მე პირადად. იმდენ სიგიჟეს იზამენ, სულ რომ გულით უნდოდეს ვინმეს ამათთან ჩახუტება შანსს არ დაუტოვებენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172