"ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ" - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
სოცმედია • 1679170500 2793

ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი უახლესი წინასწარმეტყველება ვრცელდება,
"უახლესი წინასწარმეტყველება, ჩაწერილია 2023 წლის 18 მარტს
ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტს სასამართლოს აუცილებლად გაუმართავენ. მე ბევრი წლის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ნიურნბერგის პროცესს“ ვერ ასცდება.
კვლავ ვიმეორებ: პუტინს თითი უდევს ბირთვულ ღილაკზე და ვხედავ, კიდეც დააჭერს ხელს — გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, არის ამის გამკეთებელი.
იქით ბომბებს ჩამოყრის პოლონეთში, აქეთ ბალტიისპირეთს დაეტაკება, საქართველოში კი მსგავსი არაფერი მოხდება. გამუდმებით ჩვენს კუთვნილ შავ ზღვას ვუყურებ ხედვებით და იქ სიმშვიდეს ვხედავ.
საერთოდ, საქართველოს ვერანაირი ძალა ვერ დაამარცხებს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ისეთი კადრებით ივსება, რომელთა მომრევიც კაციშვილი არ არის დედამიწაზე.
მოდის ახალგაზრდული გვარდია, სწორედ ისინი, ვისაც მე დიდი ხანია ვწინასწარმეტყველებ. ახალგაზრდები იკრიბებიან, ერთმანეთს ეძებენ და პოულობენ, ერთ ჯგუფად ყალიბდებიან. ბირთვი უკვე არსებობს, მერე კი პარტიასაც ჩამოაყალიბებენ.
კოსმოსი მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ბავშვები კი არა, უფლის მებრძოლები არიან!
ისინი ზუსტად შეასრულებენ კოსმოსის დავალებას და თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებათ. ვაი მათ, ვინც ამ ახალგაზრდებს მიეკარება!
მეც ნელ-ნელა ისევ 1980-ანი წლების ლელა კაკულია ვხდები. ანუ ძალა ძალად რჩება და ვინც ამ ძალას დაუპირისპირდება, კოსმოსი უმალ თავს წააცლის, დაშლის და დაწვავს, იმიტომ, რომ ახლა უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება — პლანეტის გადარჩენის საკითხები.
შავ ზღვაზე კი ნაწინასწარმეტყველები ბრძოლა მიდის ამერიკასა და რუსეთს შორის, თუ ვისი გავლენის ქვეშ მოექცევა იგი. ვისი და, ბოსფორის სრუტის გასაღებს რომ აართმევს აშშ თურქეთს, მერე რუსეთს აღარ შეუშვებს იქ. ამაზე ცხარე გარჩევები იქნება.
ტყუილად უხარია რუსეთს აშშ-ში საბანკო კრიზისი. იმიტომ, რომ ეს ხელოვნური კრიზისია, უბრალოდ, ახლა ასე სჭირდება ამერიკას. როცა მოისურვებენ, მაშინაც დაუსვამენ წერტილს, როგორც წამოიწყეს, ისეც შეაჩერებენ ხელოვნურ კრიზისს.
და კიდევ: საქართველოს ძველი მთავრობის ზოგი წევრის მცდელობა, დაბრუნდნენ პოლიტიკაში, ფუჭია. ვერ დაბრუნდებიან, მათი დრო წავიდა"

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...
საზოგადოება • 1679931701

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას გმობს და ბოლო დღეების განმავლობაში, თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება...
პოლიტიკა • 1679931539

ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. მმართველი უმრავლესობის მიერ შედგენილ ტექსტზე არცერთ დეპუტატს წინააღმდეგობა არ ჰქონია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლ...
პოლიტიკა • 1679931381