„ივანიშვილმა ისე უნდა "დაარეფორმოს" საქართველო, რომ პუტინს "რეფორმირებისთვის" ჯარით შემოსვლა არ დასჭირდეს“ - ბექა კობახიძე

სოცმედია 1739856713

ივანიშვილი პუტინი

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

ისტორიკოსებმა შეიძლება ათწლეულების შემდეგ იპოვონ არქივებში. ახლა ამ საბუთს ვერავინ მოიტანს, მაგრამ მე ბოლო ორი ათწლეულის პოლიტიკაზე დაკვირვების შედეგად ვიტყვი შემდეგს:პუტინს ძალიან მძიმე რეაგირება ჰქონდა სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობაზე, კიდევ უფრო მძიმე კადაფის ლინჩის წესით მოკვლაზე. ამაში ის საკუთარ თავს ხედავდა. მისი არაერთი ბიოგრაფი ამბობს, რომ 2012 წლიდან ავტორიტარიზმის რადიკალიზაცია ამ ორი დიქტატორის მოკვლით გამოწვეულმა შიშმა განაპირობაო. ოქსფორდში ვესწრებოდი იმ პერიოდში რუსეთში ამერიკის ელჩის - მაიკლ მაკფოლის გამოსვლას, რომელმაც თქვა, რომ კადაფის მოკვლის შემდეგ პუტინი ძალიან გარადიკალდაო.ასევე, უნდა გავიხსენოთ, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც თბილისის აღება და "რეჟიმ ჩეინჯი" უნდოდა, კონდოლიზა რაისს სწორედ ამ ტექსტით დაურეკა ლავროვმა, რომ თქვენ რაც ერაყში გააკეთეთ იმას ვაკეთებთ ჩვენ თბილისშიო. იმავე დღეებში სარკოზის უთხრა პუტინმა, რომ "სააკაშვილს ყვერებით დავკიდებ"-ო და აქ ის ფიზიკურად ამის გაკეთებას გულისხმობდა.2009 წელს ჯო ბაიდენი ჩამოვიდა თბილისში და სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გიული ალასანიას დაახლოებით ასეთი რამ უთხრა (ზუსტი ციტატა არ მახსოვს) "გაუფრთხილდით თქვენს შვილს, ჩვენ ის გვჭირდება".რას ნიშნავდა მთელი ეს კონტექსტი და რატომ უთხრა ეს სიტყვები ბაიდენმა პრეზიდენტის დედას?პუტინი შეჯიბრში არის დასავლეთთან და თუ დასავლეთმა "მისიანი" ორი დიქტატორი მოკლა, "ნაცვალგებისთვის" დასასჯელები არიან რუსეთის "ახლო საზღვარგარეთში" მყოფი "ამერიკის ხელდებული" ლიდერები, რათა რუსეთმა თავი თანასწორად იგრძნოს. ამიტომ, სააკაშვილზე იყო და იქნება ნადირობა.იგივე ეხება ზელენსკისაც: რაც ცნობილია, 2022 წლის თებერვალ-მარტში ზელენსკის მკვლელობის რამდენიმე მცდელობა იყო.რა ხდება ახლა: როგორც კრემლის იდეოლოგმა დუგინმა თქვა, 2008 წელს თბილისი რომ აგვეღო ასეთ საქართველოს გავაკეთებდით, როგორსაც თბილისის აუღებლად აკეთებს ქართული ოცნებაო. დიახ, ზუსტად ეს არის პროექტი და კონტრაქტი. ივანიშვილმა ისე უნდა "დაარეფორმოს" საქართველო, რომ პუტინს "რეფორმირებისთვის" ჯარით შემოსვლა არ დასჭირდეს. ამ პროექტის ნაწილია ის, რომ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში და "ნიურნბერგის პროცესი" უნდა მოუწყონ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც "ომში დამარცხებულ ფაშისტურ ძალას" და ამავე პროექტის ნაწილია ის ბოდიში, რომელიც ივანიშვილმა გორში წარმოთქვა. ეს იქნება ჩვენი "დენაციფიკაცია", ხოლო "დემილიტარიზაცია" ქოცებმა უკვე გააკეთეს.აი, დააკვირდით: არც რუსული კანონი, არც გორში წარმოთქმული ბოდიში და არც "რეჟიმის გასამართლება" შიდა პოლიტიკურად არაფერში აწყობდათ და აწყობთ ქოცებს. თუმცა, ეს საკითხები ზედმიწევნით თანხვედრაში მოდის პუტინის ხედვებთან. ყველა ეს საკითხი კრემლის უშუალო დავალებაა და არის იმ "კონტრაქტის" ნაწილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსებს უნდა შეუსრულოს.დღემდე ვერავინ ხსნის რა მოუტანა ქართულ ოცნებას ერთი წლის წინ რუსული კანონის შემოტანამ. თუმცა, ბევრი არავინ აკეთებს zoom out-ს და იმის დანახვას, რომ საქართველოში, ყირგიზეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში და პრორუსულ რეპუბლიკა სრპსკა-ში ერთდროულად მოხდა ამ კანონის ფორსირება. რანაირად და რატომ ერთდროულად თუ არა ამ საქმის კრემლიდან ორკესტრირება?გორში ნათქვამმა ბოდიშმა რა მოიტანა ივანიშვილისთვის, გარდა თავის ტკივილისა? თუმცა ამ ბოდიშის ადრესატები ჩვენ არ ვყოფილვართ, რუსების გასაგონად ითქვა ეს.ახლა, გაქანებული პოლიტიკური კრიზისისას, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ დაიბარებენ "საპარლამენტო კომისიაში", ისინი რომ არ მივლენ და ათეულობით პოლიტიკოსის ციხეში ჩასმა რომ მოუწევთ ქოცებს, ეს მათ ცხოვრებას გაადვილებს შინ და გარეთ? რაში აწყობდათ ეს? არაფერში, მაგრამ დავალებას ასრულებენ.ასეა ეს ამბავი, საქართველო სრულად არის ოკუპირებული. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს და ლაგუნა ვერესთან მიმდინარე მშენებლობას არ გაგიკონტროლებს რუსეთი, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში და შიდა პოლიტიკის სტრატეგიულ საკითხებში ქოცებს სუვერენიტეტი დაკარგული აქვთ. ესე იგი, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არის შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე ქვეყანა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172