„ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა...“
სოცმედია • 1686135414 3155

ყოფილი პარლამენტარი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩვენთან “ლაითად” და როყიოდ უყვართ თქმა, რომ სსრკ დაიშალა და ზოგი იმასაც ამატებს, ისედაც დაიშლებოდა, სულ რომ არ გეომაო.
მიმაჩნია, რომ სსრკ მაინც ფასადურად დაიშალა 1991 წლის ბოლოს. ნაწილობრივ დარჩა მისი “დიიფ სტეიტი”, სიღრმისეული სახელმწიფო, ხოლო მისი აქტორები დღემდე რევანშზე ოცნებობენ, რაც სსრკ-ს რესტავრაციას გულისხმობს. ეს წარმონაქმნი თითქმის 100-პროცენტიანად აკონტროლებს რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის ხელისუფლებებს, და სხვა სუბიექტებს თუ ვერ აკონტროლებს, თავისი საცეცები აქვს ყველა ყოფილ რესპუბლიკაზე.
იგი ეწევა ჰიბრიდულ ომებს, ეწევა “ნამდვილ” ომებსაც – მაგ. უკრაინაში, ქმნის კიბოსებურ, სიმსივნურ წარმონაქმნებს ყველგან (მაგალითად ღიად პრორუსული მოძრაობები, მედვედჩუკები უკრაინაში, პროყარაბახული ოპოზიცია სომხეთში, ისტორიის გამყალბებელთა ჯგუფები და ა.შ.)
ამიტომ ბევრმა ვერ გაიგო, რას ნიშნავდა ზვიადის სიტყვები 9 აპრილის მიტინგზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, “ბრძოლა ეხლა იწყებაო” და უჭირთ ასევე მერაბის წინასწარმეწტყველების გაგება, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის პერმანენტულად დაცვა.
დიახ, ამ საზარელ წარმონაქმნს თავისი პოლიტბიუროს დიადოხოსები დღესაც უნდა ჰყავდეს. ყველას სახელი და გვარი შესაძლოა არც ვიცოდეთ. მისი საბოლოო განადგურება დიდ ძალისხმევას, სამწუხაროდ სისხლს და მობილიზაციას მოითხოვს, მთელი მსოფლიოსგან, სხვათა შორის.
ამიტომ, როდესაც წერენ, რომ ზვიადი პუტჩისტებთან დამარცხდა, თანაც “სამოქალაქო ომში”, ეს მცდარი თეზისია. ზვიადის ხელისუფლება ფიზიკურად დაამხო სწორედ ამ “დიიფ სტეიტმა”, დაეხმარა რა პუტჩისტებს ყველანაირად. ეროვნულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ ამ წარმონაქმნის პირდაპირი აგენტები, მოსყიდულები, ასევე გაბრიყვებული, ანალიზის არც თუ ძლიერი უნარის მქონე ადამიანები, მათ შორის ბევრი კრიმინალიც.
იგივე სიღრმისეულმა სსრკ-მ ჩამოიყვანა საქართველოში ედუარდი. ჯაბას და კიტოვანს ეგონათ, რომ შევარდნაძე მათ ჩამოიყვანეს, არადა მწარედ შეცდნენ: შევარდნაძემ ჯაბა და თენგიზა ამავე საბჭოური “დიიფ სტეიტის” მხარდაჭერით ალაგმა. კაცი ისე გადადგა 2003 წელს, რომ კიდევ მათ ეფიცებოდა, თქვენიანი ვარო და იყო კიდეც.
თეგები: კონსტანტინე გამსახურდია

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და წერს: “მე მგონი ყველა კითხვაზე პასუხია: არა შოვის ტრაგედიის გამეორებასო, არა ფარცხალაძესო, არა ჩარტერულ კრუიზებსო, არა ფასა...
სოცმედია • 1695932700

"ოდესმე აუცილებლად დავჯდები და კვარაცხელიას ერთ თამაშს მაინც ვუყურებ. ფეხბურთს ბოლოს რამდენიმე წლის წინ ვუყურე, ისიც იმის ხათრით, სტუდენტთან ნიძლავი მქონდა დადებული. სტუდენტმა წააგო, თავანი საგნის შე...
სოცმედია • 1695932400

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს და ფოტოს ავრცელებს. მისი ინფორმაციითვე, მოკლული ბიჭი ავთო სიხარულიძეა. "გლ...
სოცმედია • 1695931800

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ბესო ლორიას მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს: „ბესო ლორია, 2020 წლის 28 სექტემბრის სტატუსი: "შენს ენაზე არ გელაპარაკნენ შენსავე ქვეყანაში. გულის...
სოცმედია • 1695931500

"იარე, ლიზა!" - ციტატა ფილმიდან: "ხშირად შარვალი გვისველდებოდა, ამ დროს წამალი გშველის... როცა მიხვდნენ ამას, მოგვაყარეს და მოგვაყარეს წამალი... ჩვენ გმირები არ ვიყავით..." /ლიზას ქმარი/ პ.ს. დიახ, ჩვ...
სოცმედია • 1695931500

ფარცხალაძე აკონტროლებს დღეს 4 000 ადამიანს თბილისში, რომელსაც ე.წ ოთარის გვარდია ჰქვია, - ამის შესახებ „მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის" ეთერში ისაუბრა. „ფარცხალაძე აკონტროლ...
პოლიტიკა • 1695930900