“ხვდებით ხომ, ოპოზიციის გამარჯვება რომ ეღიარებინა ივანიშვილს, პრემიერად ისევ საკუთარ კაცს რომ დაგვისვამდა?” – გოჩა მირცხულავა ნიკა გილაურის ძმის დასანქცირებაზე
სოცმედია • 1736506185
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა, ნიკა გილაურის ძმის, ირაკლი გილაურის – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორის შესაძლო დასანქცირებას ეხმაურება და წერს:
ხვდებით ხომ, ოპოზიციის გამარჯვება რომ ეღიარებინა ივანიშვილს, პრემიერად ისევ საკუთარ კაცს რომ დაგვისვამდა? ვისი ხელით და მეშვეობით? როგორ და რატომ? და რამდენიმე დღის წინ რომ დავწერე 25 ადამიანია ქართული პოლიტიკიდან გასაშვები მეთქი – პირადშიც და ღიადაც მიწერდნენ – ჩამოთვალეო. აი, თქვენც რომ იცით და ტეხავს თქმა, ეგაა პრობლემა. დიახ, დღეს თუ რამეა დანაშაული, სწორედ ამ ფაქტის წაყრუება გახლავთ.რა სისულელეა, არავის დასანქციერება არ მიხარია – არ ვარ მე ბოროტი ადამიანი, სხვისი ცუდი გამიხარდეს. უბრალოდ ყველამ ის უნდა მოიმკას რაც დათესა. გილაურები გასაგებია რომ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ და მათთვის, როგორც ბიძინასთვის მთავარი ღმერთი ფულია. მაგრამ პოლიტიკოსმა რატომ უნდა გაუკეთო და აკადრო ეს ყველაფერი საკუთარ ხალხს?უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი, უდიდესი ინფორმაციის მატარებელი პოლიტიკოსები ან პოლიტიკოსებად წოდებული პირები რა პასუხისმგებლობას გრძნობენ დღეს ქართველი ხალხის და მათივე ამომრჩევლის წინაშე?ის რაც ჩვენთვის – ბევრისთვის ნათელი იყო და ამაზე ღიად ვსაუბრობდით – გირჩი ჯაფარიძისთვის, ლაკა ხოშტარიასთვის, ნიკა მელიასთვის, ნიკა გვარამიასთვის იყო უცნობი?ნურავინ იტყვის, რომ გავიმარჯვებდით და ბიძინას გადავაგდებდითო…. ცხადზე უცხადესი მთელს საარჩევნო პროცესში ის იყო, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებდა ან არ ახერხებდა საკუთარი მოქმედების ვექტორი გამარჯვებისკენ მიემართა. შედეგი მათი დამსახურება სულაც არ არის, ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომელმაც ხმა მისცა ოპოზიციას.ასევე ცხადია, რომ ამოცანა იყო სააკაშვილზე და ენმ-ზე შურისძიება (აქ ბევრი ინტერესი დაემთხვა ერთმანეთს – დაწყებული ივანიშვილის ინტერესიდან, დასრულებული იმ პოლიტიკური მერკანტილიზმით, რომელიც თვალსაჩინო იყო და არის).ვის უპატაკა ნიკა მელიამ 26 ოქტომბერს ეგზიტპოლების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, რომ ოპოზიციაში ყველაზე მეტი ხმა აიღეს?ძლივს რომ ამოვაგლიჯეთ პირიდან გილაურს არჩევნებზე აუგი, ნახეთ რომელი რიცხვია და მიხვდებით მისი დასპონსორებული პოსტების არსს.და ახლა, საერთოდ ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ისე ვიკითხოთ – ამ ადამიანებთან ერთად რატომ უნდა ვიყოთ ბრძოლის ველზე? ახლა იქცევიან კარგად? ჰო, ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ თავად გადარჩნენ… მერე ამოცანა იქნება ისევ თავზე დაგვაჯდნენ.ჰო და ეგრე, სირაქლემას პოზა ტეხავს.. ძალიან…
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












