"Кто крот?" სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული. დღიდან შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნისა თითქოს იხსნება "ახალ-ახალი" საქმეები, სადაც პოლიცია სისტემური დანაშაულის ვერტიკალია“ - ლალი მოროშკინა
სოცმედია • 1781336042
"Кто крот?"
სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ აშკარა დევნაა გამოცხადებული.
დღიდან შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნისა თითქოს იხსნება "ახალ-ახალი" საქმეები,სადაც პოლიცია სისტემური დანაშაულის ვერტიკალია.
ჯერ ეს გაურკვეველი,მაგრამ კარგად დადგმული და საბოტაჟით გაჟღენთილი გორის კადრები, ახლა 2022 წლის შსს-ს ცალკეული და აწ უკვე დასჯილი პოლიციელების დანაშაულის "ამოქექვა" და ახლად გასაღება...
დამთხვევაა?
არამც და არამც.
ვიღაცას ძალიან უნდა ახალი მინისტრის დისკრედიტაცია,
ვიღაცას ძალიან უნდა ოპოზიციის ხელით,ამ სავარძლის ჩაგდება,
აი აქ კი სერიოზული საფიქრალია,ვინ "ქექავს" არქივებს და ვინ აწვდის საიდუმლო მასალებს ცოფიან ძაღლებად ქცეულ ცალკეულ მედიებს.
ბატონ სულხანს ურყევი რეპუტაცია აქვს,
თუმცა დამეთანხმებით შავი პიარის საშუალებით,
ნებისმიერი უმწიკვლო რეპუტაციაც კი,შეიძლება შეილახოს.
ვფიქრობ,მან თავად უკეთ იცის ვინ ყავს ასეთი დაუძინებელი მტერი და უპრიანი იქნება,თუ დროულად გამართავს პრეს-კონფერენციას აღნიშნულ თემაზე,
სხვა შემთხვევაში მისი წამზომი ჩართულია,რადგან "крот"-ი საკმაოდ თანმიმდევრულად, ვერაგულად და დროში ქრონოლოგიური სიზუსტით მოქმედებს..." [სტილი დაცულია] | წერს სოციალურ ქსელში ოცნების პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა
გუშინ TV პირველმა კადრები გაასაჯაროვა და თქვა, რომ პოლიციელები ხალხის წამების კადრებს საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო ვინც მათ ეს ჩათი გაუტეხა და სისტემის მხილებისთვის ფაილები გადმოწერა, დააკავეს. მათივე ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სასურველ ჩვენებებს სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვებენ. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, "ეს ხდება პოლიციაში და შეუძლებელია, სხვებს არ გაეგოთ და ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა". როგორც TV პირველს დაკავებული პირის დედა ეუბნება, პოლიციელები მოქალაქეებს "სიგარეტებს აწვავენ, აქრობენ ტანზე და აშიშვლებენ"
ამ კადრების გავრცელებიდან მალევე განცხადება გაავრცელა შსს-მ, რომლის თანახმადაც ძალადობა 2022 წლის ზაფხულში აჭარის რეგიონში მოხდა, მასში მონაწილეობდნენ ქობულეთში მივლინებით მყოფი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები. მათივე თქმით, დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა და აღნიშნული პირები 23 თებერვალს დააკავეს
კადრების ნახვის შემდეგ პროტესტის ნიშნად ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











