''მამაჩემი სექტემბერში 80 წლისა მოიყარა... რამდენიმე დღის წინ უსტარი მოუვიდა: 30 სექტემბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი დაარღვიე და ან 5000 ლარით დაგაჯარიმოთ, ან 15-დღიანი პატიმრობა შეგიფარდოთო“ - ბუბა კუდავა
სოცმედია • 1778002289
''მამაჩემი სექტემბერში 80 წლისა მოიყარა.აქციებზე დადის, არცთუ იშვიათად, ასაკისა და ენერგიის კვალობაზე რისი საშუალებაც აქვს, იმაზე მეტად. ერთხელ ახალგაზრდები მიუახლოვდნენ და, - ბაბუ, რამდენი წლის ხართო, გიყურებდით და ამ აქციაზე ყველაზე ხნიერი მგონი თქვენა ხართ და დაგვაინტერესაო.ჯერ ხომ „ბაბუ“ არ ესიამოვნა და მერე გაუღიმა - აუჰ, რას ამბობ ბიჭო, ანუ მეტყობა ასაკიო? ჰოდა, რამდენიმე დღის წინ უსტარი მოუვიდა:30 სექტემბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი დაარღვიე და ან 5000 ლარით უნდა დაგაჯარიმოთ, ან 15-დღიანი პატიმრობა შეგიფარდოთო.იცნობთ თუ არ იცნობთ მამაჩემს, კახმეგ კუდავას, ამის მიუხედავად, ეს ანომალია, სადაც აღმოვჩნდით, თუ მოგწონთ, ან არ გაღელვებთ, არ გისურვებთ, იგივე დღეში აღმოჩნდეთ მომავალში.გონებას გისურვებთ, გონებას. ცოტაოდენ ნამუსსაც გისურვებთ, თუმცა მანდ უფრო რთულადაა საქმე და ისევ გონებით სჯობს დაწყება.დაფიქრებით და გააზრებით, რომ ეს აქლემი კიდევ ბევრგან დაიჩოქებს.არაფერი ისე არ მინდა ამ წუთისოფელში, როგორც რუსეთის, ბოროტების ამ ბასტიონის დანგრევის ხილვა, ჩემი ორთავ თვალით.ბოლოს მაინც ნათელი იმარჯვებს სიბნელესა ზედა.სიკეთე და გამარჯვება ჩვენს მშობლებს, შვილებს, ქვეყანას! ![]()
'' I წერს ბუბა კუდავა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








