"მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია “ - ხატია სიჭინავა

სოცმედია 1764736685

ხატია სიჭინავა

"მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მართლა ძალიან მაგარი განათლების მინისტრი გვყავს.იმიტომ, რომ ნებისმიერ თემაზე რაზეც არ უნდა ესაუბრო, ეგრევე ხვდება რაზე ელაპარაკები, ძალიან მონდომებულია, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავალი თაობისთვის. მართლა, მე ხომ იცით, ისე არავის არ ვაქებ და რავიცი, ოთხი შვილის მამაა, მე მგონი მეხუთეს ელოდება თუ სწორად მახსოვს, მოკლედ ძაან მაგარი ადამიანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეშველება, როგორც იქნა ამ ქვეყანაში განათლების სისტემას და ფორმებზე წავიკითხე და ძალიან მაგარია, სკოლა სკოლას დაემსგავსება." - ამბობს ხატია სიჭინავა.ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ოცნების ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას მომავალი ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც - მე-11 კლასის მოსწავლეები სკოლაში მხოლოდ იმ საგნებს ისწავლიან, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლაში შესვლა შეეძლებათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ, ყველა სკოლაში ერთი, განათლების სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოთი ასწავლიან, იგეგმება სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვა, მეთორმეტე კლასი ნებაყოფლობითი იქნება და მისი გავლა მოსწავლეებს რეგისტრაციის შემდეგ შეეძლებათ

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
„რეჟიმისთვის პრობლემაა ალიანსის პოზიციები“ - ზურა ჯაფარიძე  

ზურა გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ოცნების" ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის პოლიტიკური პოზიცია, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის არაღიარებასა და მისთვის ლეგიტიმაციის არმიცემას გულისხმობს. მისი თ...

პოლიტიკა 1776690342

მეუფე გრიგოლი
„ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები“ - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერიც და ეკლესიაც. სასულიერო პირის თქმით, “ეკლესია...

საზოგადოება 1776689877

მსოფლიო
„კოდირება და აგენტურული ამოცანები“ - შავი სიის მიუხედავად, აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტო Anthropic-ის Mythos-ს იყენებს

Reuters -ის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყენებს Anthropic-ის Mythos Preview ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტს, მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონმა კომპანიას მიწოდების ჯაჭვის რისკის ოფიცი...

მსოფლიო 1776688704

კალაძეე
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ ეს მოღალატეების დაჯგუფებები შექმნილიყო“ - კახა კალაძე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც  დაკავებულია სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობით, არღვევს კონსტიტუციას, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, აგენტურაა. ამის...

პოლიტიკა 1776686930

კახა კალაძე
„სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე, თავად მწარ...

საზოგადოება 1776686637

ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელელი სამხედროს მიერ ქრისტეს ქანდაკების დაზიანებას "მკაცრად გმობს" ისრაელის პემიერი ნეთანიაჰუ - „აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული იყო“

ისრაელელი სამხედროს მიერ ლინბანში ქრისტე სქანდაკების დაზიანებას „მკაცრად გმობს“ და გამაოგნებელს უწოდებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. "ისრაელელების აბსოლუტური უმრავლესობა გაოგნებული და...

მსოფლიო 1776686624