„მე ეგეთი მახსოვს: წითური თმით, მოვარდისფრო, ჭორფლიანი ლოყებით... საკუთარ სილამაზეს ემსხვერპლა“

სოცმედია 1726721294

კესარია ბავშვობა

ია ადეიშვილი სოცქსელში კესარია აბრამიძის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

მე ეგეთი მახსოვს: წითური თმით, მოვარდისფრო, ჭორფლიანი ლოყებით, მარწყვივით ტუჩებით, ნათელი თვალ - წარბით. სხვათა შორის, "ასაწყობი" არაფერი სჭირდა! თითქოს მორიდებული ბავშვი, მაგრამ შეუპოვრად მებრძოლი. ყოველთვის მაოცებდა მისი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. რთული იყო იმ გარემოში გადარჩენა. კესომ მაინც შეძლო. ჯერ კიდევ პატარა ასაკში ე.წ. "სილამაზის სალონი" გახსნა ჩვენს უბანში.
ტანია ბებიას მისაღები ოთახის კარი ქუჩაზე გადიოდა. ჰოდა, საქმისთვის შესაფერისი გარემო იყო. იქ დაბინავდა.
თუმცა, გამვლელ - გამომვლელი მისი განსხვავებული მშვენიერების სანახავად უფრო სტუმრობდა. საქებარ სიტყვებს ბავშვობიდან ხშირად ისმენდა ხოლმე უფროსებისგან, რომ თურმე, "გოგოსავით ლამაზია". ვფიქრობ, პირველი შთაგონება ყოფილიყო ქალი ღრმა ბავშვობაში მიიღო. ზოგადად, ტრამვირებული ბავშვობა ქვეცნობიერში წარუშლელ კვალს ტოვებს. მერე, წარმოუდგენელი "მეტამორფოზა" განიცადა, თითქოს სხვა სხეულში რეინკარნირდა.
და ბოლოს, საკუთარ სილამაზეს ემსხვერპლა. მისი ცხოვრების მთავარი ოცნება აიხდინა და მიღწეულით დიდხანს სიამოვნება ვეღარ მოასწრო. სიყვარული შეეძლო. სიკეთეს ასხივებდა.
იმ ფანატიკოსების საყურადღებოდ, ვინც "ღვთის შიშით" მოყვასს განიკითხავს - უფალი სიყვარული, მიმღებლობა და მიმტევებლობაა, ფარისევლებო!
ჰომოფობია კლავს! 

 

ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476

გვარამია კოხტაშვილი
„ოცნების“ დეპუტატი იყო საკრებულოში, სიაში 2021-შიც ჩასვეს და თავი ამოაღებინა... აითვალწუნეს — ნიკა გვარამია დაკავებული ექიმის პოლიტიკურ წარსულზე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...

საზოგადოება 1789219230