“მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო” – ბაია პატარაია

სოცმედია 1753959078

ბაია პატარაია


უფლებამდაცველი, ბაია პატარაია:

მე ვთვლი, რომ ხელი არავის უნდა შევუშალოთ ამ პროტესტში. წინააღმდეგობამ უნდა სცადოს მრავალი ფორმა. მე პირადად ვარ იმის მომხრე, რომ უნდა გავუძლოთ: უნდა მაგრად და ჯიუტად დავუდგეთ და რეჟიმის ჩამოქცევას ვიხილავთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ხედვა და ერთი გზაა. არსებობს სხვებიც…გული მწყდება იმ აქტივისტურ ჯგუფებზე, რომლებიც რადიკალურად მოგვეჩვენა, ხელი შევუშალეთ და ხელი ავაღებინეთ მათ იდეებზე ზედმეტი დამუნათებით და ისტერიული გმობით. არაა ეგ სწორი. რაც რადიკალურად მოგვეჩვენება, ყველაფერს ხელი კი არ უნდა შევუშალოთ?! შეგვიძლია წყნარად და ღიად გავემიჯნოთ; ჩაკვლა საჭირო არ არის.დიახ, ხაბეიშვილსაც ვგულისხმობ. მე თუ სხვა გზას ვირჩევ, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გზა უნდა ჩავჩეხო. გვახსოვდეს, რუსი ოლიგარქის დამარცხების ზუსტი რეცეპტი არ არსებობს. და ისიც გვახსოვდეს, რომ არსებობს კარგი იდეები, მაგრამ არ არსებობს შესრულების რესურსი – ასეთად მიმაჩნია საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ავწიეთ ვერც ბიზნესმა და ვერც კლიენტებმა. (იქნებ ოდესმე ისევ მივუბრუნდეთ, თუ მოვმწიფდით სამაგისოდ).ხოდა, აკეთოს ხაბეიშვილმა ის, რისიც სჯერა. ხელი კი საქოცეთმა შეუშალოს და არა ჩვენ. ხაბე მაგალითია, თორემ მე ყველა სხვა ჯგუფზეც ეგრე ვფიქრობ. ეხლა მკითხავთ ლელოს და გახარიასაც ვაცალოთო?! კი ბატონო, არ დავეთანხმოთ, თუმცა, არც მანდაა საჭირო აგრესიული ლანძღვა. ლელო და გახარია თავისით ჩაფუჭდებიან, ისეთი მარცხისთვის განწირული გზა აირჩიეს. (წინასწარ მეზარება იმის წარმოდგენა, 4 ოქტომბერს წუწუნს რომ დაიწყებენ, არჩევნები გაგვიყალბესო. კაი ერთი, რას მელაპარაკები?! არჩევნები რომ გააუქმა ბიძინამ, ზუსტად მაგიტომ არ იღებს მაგ ფარსში მონაწილეობას რვაზე მეტი პარტია).მოკლედ, მთავარია ვკონცენტრირდეთ რუს ბიძინაზე – ქვეყნის ნამდვილი უბედურებაზე და არ დავჭამოთ ერთმანეთი.მე მჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში მაინც წინააღმდეგობის ყველა ფრთა ერთად დადგება, რადგან საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია!ცეცხლი ოლიგარქიას!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნანუკა ჟორჟოლიანი
„ტროტუარზე აქციას კრძალავენ, ხალხო... 50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი: ტროტუარზე აქციას კრძალავენ ხალხო.რა 50 აკაცუკი. რა პროტესტი დასრულებულია. მეასე კანონს იღებენ რუსთაველის გამზირის მედეგების გამო.50 აკაცუკის შემქნილ დღის წესრიგს გაუმარჯოს  

სოცმედია 1765212179

ზელენსკიი
„რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარეებს შორის რჩება უთანხმოება ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ზელენსკიმ Bloomberg-...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765209480

მერაბ მეტრეველი
„ტყუილად იდანაშაულებთ თავს, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:,,ბევრი საყვედრუბს აქციის მონაწილეებს და კერძოდ, აქციაში მონაწილე ექიმებს, რომ მაშინ, როდესაც იმ მოწამლულ წყალს ასხამდნეენ ხალხს, იქვე რატომ არ აიღეთ სინჯებიო. თავი რომ დავნ...

სოცმედია 1765209294

ლენტიი
იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა

იმერეთში, 14 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა დედა გახდა – გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს – 16 წლის ასაკს მიუღწევლი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავებიან. მეორე და...

საზოგადოება 1765208915

ელენეე
ელენე ფხაკაძის წარმატების ფორმულა

„მწვანე სახლის“ დამაარსებელი ელენე ფხაკაძე წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალზე - „პერსონა 2025“ წარმატებულ ადამიანად დასახელდა და „პერსონა 2025“-ის სტატუსი მიენიჭა!   როგორია ელენეს...

სოცმედია 1765208719

ზარქუა
„კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ?" - ზარქუა

  "კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც „მსოფლიო ბანკი“, ისე „სავალუტო ფონდი...

პოლიტიკა 1765208247