„მეგობრებო, კარგი ამბავი გვაქვს!    რადიო თბილისს მაუწყებლობის ლიცენზია მომდევნო 10 წლით გაუგრძელდება“ - რამაზ სამხარაძე

სოცმედია 1753963741

რამაზ სამხარაძე

რამაზ სამხარაძე:

მეგობრებო, კარგი ამბავი გვაქვს!   რადიო თბილისს მაუწყებლობის ლიცენზია მომდევნო 10 წლით გაუგრძელდება!ახლახან დასრულდა კომუნიკაციების კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და სხვა წევრები.სხდომაზე დადასტურდა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ან ტექნიკური დაბრკოლება, რაც ხელს შეუშლიდა მაუწყებლობის გაგრძელებას. უკვე 27 წელია, ჩვენს რადიოსადგურებს:  არცერთხელ არ დაურღვევიათ მაუწყებლობის შესახებ კანონი  არ მიუღიათ არცერთი გაფრთხილება კომისიისგან  დროულად გადაუხდიათ ყველა მოსაკრებელი და რეგულირებული გადასახადიკომისიის წევრებს სხდომაზე არ ჰქონიათ შეკითხვები, რაც მოწმობს ჩვენს სრულ შესაბამისობას კანონთან.მადლობა კომისიის თითოეულ წევრს პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობისთვის!  ახლა მთავარი ამოცანაა — გავათავისუფლოთ ინკასოს ქვეშ მოქცეული ანგარიში, რათა რადიომ შეძლოს გადასახადების გადახდა და მაუწყებლობის სრულფასოვნად აღდგენა.გულითად მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩარიცხა— 1 ლარი.  შემოწირულობების კამპანია გრძელდება — თითოეული წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა რადიომ განაგრძოს ახალი ამბების უწყვეტი ეთერი და საზოგადოებრივი მისიის შესრულება.თითოეული თეთრი რასაც რიცხავთ ავტომატურად მიდის ბიუჯეტში - ინკასოს დასაფარად.  ბანკის რეკვიზიტები (საქართველოდან ჩასარიცხად):შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი  საქართველოს ბანკი – GE18BG0000000343819702  საზღვარგარეთ მყოფთათვის:PayPal – samkharadzeramaz@gmail.com  ან გააკეთე 1 ზარი მხარდაჭერისთვის:090 1000 935(ღირებულება – 3 ლარი ნებისმიერი ქსელიდან)⸻  ჩვენ ვაგროვებთ თანხას, რათა გავაგრძელოთ მაუწყებლობა — თავისუფლად და დამოუკიდებლად.თუ გჯერა, რომ თავისუფალ ხმას არსებობა სჭირდება, შენც ხარ ამ ძალის ნაწილი.შენი მხარდაჭერა — ჩვენი ეთერის გაგრძელებაა.მადლობა, რომ გესმის ჩვენი ხმა  

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354

კახა კალაძე
„არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია გარედან ფინანსდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები“ - კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...

პოლიტიკა 1776398301