„მეუფე შიო მრევლს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს“ - გოჩა მირცხულავა

სოცმედია 1775638260

მირცხულავა შიო

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს:
მეუფე შიო მრევლს სამოქალაქო დაპირისპირებისა და ეკლესიის გახლეჩისთვის ამზადებს. სხვა არაფერს ემსახურება ის პროპაგანდა, რომელსაც ვადევნებთ თვალყურს. მრევლი და ხალხი არ ირჩევს პატრიარქს, მაშინ ვისთვის კეთდება ეს განცხადებები? ვისთვის და რისთვის ამზადებენ მრევლს? იმისთვის, რომ თუ სხვა ნებისმიერი ,გარდა მეუფე შიოსი, გახდება პატრიარქი, მრევლი დაუპირისპირდეს მას და საბოლოოდ გამოიწვიონ დაპირისპირება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის რღვევა. ეს არის წმინდა რუსული სცენარი და ძალიან სამწუხაროა, რომ სინოდის წევრები და საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად არის ჩართული ამ პროცესში. აპრიორი იმის ხაზგასმა, რომ ნებისმიერი "სხვა" არის "ღალატი", არის არა თუ უმეცრება და ბოროტება, არამედ საქართველოს და ეკლესიის მტრობა. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" ნუ ჩაერთვება ამ თამაშში. მისმა პროპაგანდისტებმა შეწყვიტონ მავნებლობა, რომელიც მიმართულია დედა ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. გაფრთხილებთ, თქვენ ვერ შეძლებს პროცესების მართვას. მოვუწოდებ სინოდის წევრებს, შეწყდეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ღია პროპაგანდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ისევე როგორც მოსაყდრის "მემკვიდრეობასთან" დაკავშირებით ინტერპრეტაციები. ყველასთვის ცნობილია, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ეცით პატივი ეკლესიას და მრევლს და ტყუილებით ნუ კვებავთ საზოგადოებას. მოვუწოდებ მეუფე შიოს, არანაირი ვალი თუ ვალდებულება არ დგას ქრისტეს მსახურებაზე მაღლა და ნუ გახდებით ის ადამიანი, რომელიც პირველად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო და საეკლესიო დაპირისპირებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი სხეულის ხლეჩას.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355