„მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა - “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს” - ლევან სანიკიძე
სოცმედია • 1746863577
ლევან სანიკიძე:
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია!ამაში თუ ეჭვი შეგაქვს, გილოცავ! - შენ ხარ სტანდარტული ქოცი.პოლიტპატიმრობა თქვენი “ხოშით” არ განისაზღვრება. ეგაა ზუსტად ქოცობა - “ეს მევასება და პოლიტპატიმარია, ეს არ მევასება და ჩალპეს”.საბედნიეროდ მთელი დასავლური სამყარო, ევროპარლამენტი, სენატი, კონგრესი, მსოფლიო ლიდერები აღიარებენ იმ ფაქტს, რომ მიშა პუტინის პირადი პატიმარია და ამ ჩემს ფეხებს რამდენიმე ქართველი “ლევაკი” თუ სხვა ჭკუაზეა.ამავეს ადასტურებდა არჩევნებამდე ჩატარებული ყველა ადგილობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერდა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.მარტივად ავხსნათ:1. მიშა ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ სამოქალაქო აქტივისტს არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ბიძინა მიშას მისცემდა ამის ფუფუნებას?2. მიშა გაასამართლეს სანქცირებულმა, კორუმპირებულმა მოსამართლეებმა. აი, იმათმა ახლა ვინც ბიჭებს ასამართლებენ. მიშასთან უმაღლესი სტანდარტები დაიცვეს და ახლა გაბოროტდნენ?3. სააკაშვილის ყველა საქმე პირადად შეკერა ივანიშვილის ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს დასანქცირებული და გუშინ, 9 მაისს პუტინთან ერთად იდგა წითელ მოედანზე.4. მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა თავად ოცნების არაერთ მაღალჩინოსანს აქვს დადასტურებული - “შეეშვას პოლიტიკას და შევეშვებითო”. საუბარი ზედმეტია წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, რომლის მთავარი მიზანია 2008 წლის ომში ჩვენი დადანაშაულება და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა.5. ჩართეთ რუსული პროპაგანდისტული არხები და მიხვდებით ვისი შეკვეთითა და დაკვეთით ზის მიშა ციხეში. მკიდია, საქართველოში არათუ ყოფილი პრეზიდენტს, არამედ არავის დავაჩაგვრინებ რუსს.კაცი კლასიკური პოლიტპატიმარია!უბრალოდ უნამუსობაა რაც გუშინ მოხდა. ამიტომ მინდა ევროპა, არც ბიძინამ, არც ვიღაც მემარცხენემ არ უნდა გადამიწყვიტოს აქციაზე რა ბანერით მივალ.ღმერთმა დამიფაროს ბიძინას, პუტინს, სიმონიანს და თეა წულუკიანს დავემთხვე რამეში.თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება მიშას
"ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიას, რომელიც ომის დასრულებისკენ არის მიმართული. საჭიროა შევხვდეთ და ვიმუშაოთ, რათა ომის დასრულებისთვის ღირსეული პირობები შევქმნათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან გაჩნდა ეს ომი ე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1765829803
„დღეს აღმოჩნდა, რომ ის სიმართლე, რომელიც მე ქრისტემ მომცა, ძალიან აწუხებთ იმ უსამართლოებს, რომლებიც არიან ერთი რუსის ეგზარხოსი, მეორე რუსის ემისარი და მესამეც რუსის ემისარი, ეს ორი დეკანოზი ემისრები ა...
პოლიტიკა • 1765829693
ოცნების პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა კინოცენტრის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია და მათგან 955 000 ლარს მიიღებს | როგორც ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ხაინდრავამ სრულმეტრაჟიანი მხატვრულ...
პოლიტიკა • 1765829449
არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილს) საპატრიარქომ მღვდელთმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზეზი საეკლესიო კანონიკური ეთ...
პოლიტიკა • 1765814591
სამოქალაქო აქტივისტი, ნენე გაბლაია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირიდან პოლიციის თანამშრომლებმა აიყვენეს, სოციალურ ქსელში მისი "გატაცების" დეტალებს ყვება. ქალი აქტივისტი ყვება, რომ "გა...
პოლიტიკა • 1765810555
"ქართული ოცნება" უკმაყოფილოა შტატების პრეზიდენტის ქმედებებით და მისგან უფრო მეტს ელოდება. "კარგად დაიწყო, რატომ გაჩერდა ვერ ვხვდები" - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის პარტიაში. განსაკუთრებით უკმაყოფილო ა...
პოლიტიკა • 1765809136












