"მირეკავენ, რომ რუსეთის დროშა კიდია ზუგდიდის შემოსასვლელთან... ის ის არის უნდა ავძვრეთ რომ" - რა შეემთხვა ანი წითლიძეს

სოცმედია 1660595213

ანი წითლიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"განმუხურში ვარ და მირეკავენ რომ რუსეთის დროშა კიდია ზუგდიდის შემოსასვლელთან ერთ ერთი სასტუმროს წინ.

მანამდე გვქონდა მსგავსი შემთხვევა და ფეიკ ნიუსი რადგან აღმოჩნდა, ნუ დიდი ყურადღება არ მივაქციე და არ დავიჯერე. რუსეთის დროშას ჩემს ქალაქში, თან ქალაქის ცენტრში, ზუგდიდელები არ აიტანდნენ და აქამდე ჩამოახსნევინებდნენ, მაგრამ ნუ ფოტო რომ ჩამიგდეს - უკვე მანდ გადამეკეტა, დავხედე რუსეთის დროშაა რა!!

სასწრაფოდ წამოვედი განმუხურიდან, ნავთი, ბენზინი, ასანთი, გეგმა აძრომის, ჩამოსხნის, დაწვის გზაში შევადგინე Natia Chogovadze - ერთად. ნუ, მოვემზადე რომ დამაკავებენ, მაგრამ ეგ არაფერი.

მივედი, ბნელა უბედურად) და ის ის არის რომ უნდა ავძვრეთ ამ ბენზინით ხელში, უცებ შევამჩნიე რომ სასტუმროს ჰქვია "პრაღა".

მაინც არ ვენდე და მითითებულ ნომერზე დავრეკე, ვუთხარი ვინც ვარ და ვეკითხები იქნებ დამიზუსტოთ რომელი ქვეყნის დროშა კიდია თქვენთანთქო)) (თან უკვე მრცხვენია ისე მელაპარაკება მეპატრონე მივხვდი რომ არ არის რუსეთუმე და ჩეხეთის დროშაა).

ეს გოგო მეუბნება: უი ქალბატონო ანი, თქვენ ალბათ რუსეთის გგონიათ და დასაწვავად მოხვედით მაგრამ ჩეხეთის დროშაა ნამდვილად, ღმერთმა დაგვიფაროს რუსეთის დავკიდოთო."

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პროკურატურა
ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით 340 000 ლარზე მეტის დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ, ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.   ბრალდებულებს ავსტრალი...

კრიმინალი 1711633022

სანიოლის შვილი
„აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო“ - სანიოლის შვილი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილის განცხადებით, აქამდე არასდროს უნახავს როგორ ტირის მამამისი ფეხბურთის გამო. "მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო. ვ...

სპორტი 1711632931

ევრო დოლარი
ვალუტის ხვალინდელი კურსი ცნობილია - ნახეთ დეტალები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ევრო – 2.9112 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4035 ლარი. დღეს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1711632743

ბუზალაძე ძმა
„ჩემი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მადრიდში დაგეგმილ „ევროვიზიის“ პრომოტურზე ყველა აქტივობა გავაუქმე, მაგრამ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვიმღერებ დასკვნით ღონისძიებაზე და ჩემს ძმას სიმღერას მივუძღვნი…“ - ნუცა ბუზალაძე

რამდენიმე დღის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ. მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს… ნუცამ ახლახან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი...

სოცმედია 1711632677

პუტინი კოლაჟი
"სრული ბოდვაა" - პუტინის მტკიცებით, NATO-სთან ომის განზრახვა არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მას არ აქვს განზრახვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და NATO-ს ეომოს. პუტინის თქმით, ხსენებული აზრი "ბოდვაა". ის ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების...

მსოფლიო 1711632447

პაპუაშვილი
"ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის  და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებ...

პოლიტიკა 1711632228