„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“
სოცმედია • 1783090074
ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის ფეისბუქპოსტი, რომელიცსაქართველოში ადვბოკატთა ასოციაციის მიერ ადვოკატების დაუცველობას ეხება:
2022წელს მე ვიცავდი დ. ნ. — მუშას, რომელი ც სამშენებლო კომპანია „მოდუსში“ მუშაობისას, არასამუშაო დღეს, ახალი წლის დღეებში, სიცოცხლისათვის საშიშ დანადგარზე ამუშავეს, მას არ ჰქონდა შესაბამისი ისნტრუქტაჟი გავლილი, რის შედეგადაც მძიმე საწარმოო ტრავმა მიიღო და მარჯვენა ხელი დაკარგა . დასახიჩრებული მუშა, შეიძლება ითქვას, საწარმოდან მარჯვენა მოგლეჯილი ხელით „გაიტანეს“, რომელიც სამადლოდ გარდაბანში მიაკერეს. კომატოზურ ნდგომარეობაში მყოფი კაცის გაჭირვებით ისარგებლეს და თავიანთ დანაშაულზე ხელი მოაწერინეს - დანაშაული თავის თავზე ააღებინეს, იმ მოტივით, რომ თუ იჩივლებდა ყურადღებას არ მიაქცევდნენ.
მარჯვენა ხელი ულპებოდა დავითს გარდაბანში ჩატარებულ ოპერაციის და არასწორ ნაკერების გამო და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა, ზამთარ-ზაფხულს.
ისტორიამ იმდენად შემძრა, რომ დასახიჩრებულ მუშის დასაცავად საქმეში უსასყიდლოდ ჩავერთე.
დავით ნ. სტამბოლში გადავაფრინე, ნაწილობრივ დავაფინანსე, ჩემი ხარჯით ავაღებინე ინვოისები ცნობილი 4 სხვადასხვა საავადყოფოდან. თანამედროვე ხელის იმპლანტატების ჩადგმის ღირებულებაზე.
მკურნალობის ოპერაციია თანხები ოთხივე საავადმყოფოში მილიონ დოლარს აჭარბებდა.
ინვოსების შემდეგ „მოდუსს“ სასამართლოთი ვუჩივლეთ და დავუყადაღეთ ათეულობით მილიონის ღირებულების ქონება — ქარხანა, შენობები, მიწები თბილისსა და ბათუმში.
დავიწყეთ სასამართლოთი დავა დაახლოებით 2 მილიონ დოლარზე.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი შეფასებით, დაიწყო ჩემზე ანგარიშსწორება.
ზუსტად ამ პერიოდში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე გელაშვილმა, ჩემ წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი „ფეისბუკ პოსტის“ გამო.
ფეისბუქ პოსტში ზოგიერთი ეთიკის წევრები სუსის-ჟანდარმენიის აგენტებად მყავდა მოხსენიებული, ჩემი აზრის სახით და ხალხს მოვუწოდებდი არ ეთანამშრომლა მათთან, რათა არ დაზარალებულიყვნენ.
ეთიკაში საქმე რომ გაემყარებინათ, ერთ-ერთ იუმორისტულ გვერდს, რომელსაც ვერც მიწერდი, დაადებინა ჩემი ვიდეო დაჭრილი, შინაარსის შეცვლილი სახით, ვამტკიცებდი, რომ იყო ფაბრიკაცია, მაგრამ არ გაიზიარეს კომისიის წევრებმა.
საქმე გადაეცა ეთიკის კომისიას და ლიცენზია (შეკერილი საქმით) 3 წლით შემიჩერეს.
შემდეგ ჩემს მიერ ჩატარებულ სამხარაულის ექსპერტიზით დადასტურდა, რომ საქმეში გამოყენებული მტკიცებულებები იყო ყალბი/არასარწმუნო, არარელავანტური, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ შეცვლილა, იმ მოტივით რომ ვითომდა კანონი არ აქვთ.
ახლად გამოვლენილ გარმოებით საქმე რომ გადაიხედოს, რეალურად მიზეზი:- კი არ უნდათ აღიარება იმისა რომ ყალბი მასალებით მე საკუთარმა ასოციაციამ შემიჩერა ლიცენზია. ამას არ აღიარებენ, თავი მოეჭრებათ და ეს დანაშაული დღემდე უწყვეტად ხდება.
ჩემი პოზიციით, ამ პროცესის უკან იდგა იმ ძლიერი ბიზნესინტერესების გავლენა, რომელთაც მე დავით ნ. საქმეში დავუპირისპირდი.
სწორედ ამან შექმნა საფუძვლიანი ეჭვი, მიზეზშედეგობრივ კავშირზე დანაშაულებრივ დაჯგუფების მიერ, რომ პროფესიული დისციპლინური მექანიზმი გამოიყენეს არა ეთიკის დასაცავად, არამედ უდანაშაულო ადვოკატის დასასჯელად.
მე არ მქონია პრობლემა კლიენტებთან.
პრობლემა მქონდა გახრწნილ კორუფციაში ჩაფლულ სისტემასთან — ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან, ეთიკის კომისიასთან და იმ პირებთან, რომელთაც არ სურდათ, რომ ადვოკატი სუსტი ადამიანის მხარეს დამდგარიყო ძლიერი ჯგუფების წინააღმდეგ.
უამრავი მიმართვის მიუხედავად, რეაგირება არ მოჰყოლია არც პროკურატურისგან, არც საგამოძიებო უწყებებისგან და არც პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან.
მივმართე და შევხვდი გია ვოლსკის, მივმართე წერილობით მტკიცებულებებით მამუკა მდინარაძეს, ბიძინა ივანიშვილს და სხვა პირებს — უშედეგოდ.
ამ სისტემურმა დევნამ მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა.
ჩემი პროფესიული კარიერა შევწირე დაუცველთა ინტერესების დაცვას. ეს საქმე დღეს საერთაშორისო სამართლებრივ დონეზეა დაყენებული, მათ შორის ევროსასამართლოში.
ჩემი შეფასებით, ეს არის არა ერთი დისციპლინური დავა, არამედ სისტემური კანიბალიზმი — როცა პროფესიული ორგანიზაცია საკუთარ წევრს სჯის იმისთვის, რომ მან გავლენიან პირებსა და კომპანიებს დაუპირისპირა კანონი.
პოლიტიკური და ინსტიტუციური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, ვინც ზედამხედველობენ იმ ორგანოებს, რომელთაც ამ დანაშაულებრივ სქემაზე რეაგირება უნდა მოეხდინათ.
თქვენ ყველამ საქართველო გაანადგურეთ და მიწასთან გაასწორეთ, პირადი ანგარიშების გამო, ხალხზე საერთოდ არ ფიქრობთ.
რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციას, დღემდე ვერ ინელებენ, რომ2022 წელს რეალურად საკონსტიტუციო სარჩელებით საუკუნის დავა მქონდა.
ღიად ვამხილე უკანონოდ მიღებულ გრანტების გათეთრებაში ადვოკატთა მიმართ შერჩევით სამართალში.
10 000 ადვოკატისგან შემდგარი ორგანიზაციის არსებობა რეალურად საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვი მარტოდმარტომ.
ამ პერიოდში მოხდა ჩემზე ზეწოლის მიზნით არასამთავრობოთ პროვოკაციები და ტელევიზიებით ცილისიწამებები.
საკიონსტიტუციო სარჩელის რომელიც მიზნად ისახავდა რამდენიმე ადვოკატთა ასოციზცია ყოფილიყო ქვეყანაში, არ დაკმაყოფილების მერე, როგორც მითხრეს, ბიძინა ივანიშვილი ჩარიეს სამკვდრო სასიცოცხლოდ გადამეკიდნენ.
კლიენტი რომ ვერ ნახეს ჩემზე მომჩივანი, თავად ხელმძღვანელობამ ითავა ეს საქმე, რაშიც „მოდუსიც“ - ამირან დარჩიძეც დაეხმარა.
ხერხემლის თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ხშირად იწვევს ტკივილს, მოძრაობის შეზღუდვასა და ყოველდღიური აქტივობების შესრულების გაძნელებას. მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს როგორც...
საზოგადოება • 1784289600
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი თანაგუნდელი, ასევე პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვ...
პოლიტიკა • 1784286900
ულტრაბგერითი თერაპია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების, ტკივილისა და ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. მისი მოქმედება ეფუძნება მაღალი სიხში...
საზოგადოება • 1784286000
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999












