„ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა ეს ამბავი” – პეტრე ცისკარიშვილი
სოცმედია • 1768966842
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არარაობებსო.
,,ინგა გრიგოლიას გადაცემას ვუყურებდი, ეკა მიშველაძის სტუმრობამ დამაინტერესა
ხოდა უცებ სხვა სიუჟეტს წავაწყდი – ვინმე ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა, ამბავი იმის შესახებ რომ მიშა ზურა ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არარაობებს?!
კონტექსტი იყო, ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილის მიმართ დამოკიდებულება.
საერთოდ რა შუაში იყო ეს პარალელი? სად მიშა და სად ბიძინა? ან რა მოელანდა? ან ამან საერთოდ რა იცის მიშას და მისი მთავრობის წევრების ურთიერთობების შესახებ? ან რომელ ჩვენგანში დაინახა ღარიბაშვილის ლანდი?
ვინც იქ ვიყავით, ანუ რაღაც ვიცით და გვახსოვს, აქვე გეტყვით რომ აბსოლუტურად საქმიანი, მეგობრული და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა ჰქონდა მიშას ზურასთან, ვანოსთან და მისი გუნდის ყველა დანარჩენ წევრთან!
სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” – წერს ცისკარიშვილი.
დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...
სპორტი • 1786479000
12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...
ეს საინტერესოა • 1786478460
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...
საზოგადოება • 1786476812
„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786456397
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...
საზოგადოება • 1786454728
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786451759








