„ოცნება“ განზრახ წავიდა ესკალაციაზე. ჩვენი დასჯის გარდა, უფრო დიდი მოტივი ამოძრავებს - ძალით უნდა არალეგიტიმური ძალაუფლების შენარჩუნება. და თან სასწრაფოდ, რადგან თუ აცდის საზოგადოებას, ჩვენ ორგანიზებას მოვასწრებთ“ - პაატა ციკოლია

სოცმედია 1732945250

ციკოლია

„ქართული ოცნება განზრახ წავიდა ესკალაციაზე. ჩვენი დასჯის გარდა უფრო დიდი მოტივი ამოძრავებს - ძალით უნდა არალეგიტიმური ძალაუფლების შენარჩუნება. და თან სასწრაფოდ, რადგან თუ აცდის საზოგადოებას, ჩვენ ორგანიზებას მოვასწრებთ.არალეგიტიმური რომაა, ეს საზოგადოების უმრავლესობამ ისედაც ვიცით. პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ კონსტიტუციით ერთადერთი დარჩენილი ლეგიტიმური სახელისუფლებო ინსტიტუტი არის მხოლოდ ის. ეს ახლა უკვე მთელმა დასავლეთმაც დაგვიდასტურა, ევროპამაც და შტატებმაც. ამით დასავლეთი გვამხნევებს ამ ბრძოლაში, გიმტკიცებს რომ რამდენადაც შეუძლია, აბარია ჩვენი ზურგი. დანარჩენი საქმე მათი გასაკეთებელია, ვისი ბედიც წყდება, ანუ - ქართული საზოგადოების.ახლა უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებამ ხერხემალი. უნდა დავიცვათ თავი და თავისუფლება. ჩვენ გვინდა კონსტიტუციური წესრიგის დაბრუნება! დიახ, წესრიგის დაბრუნება! ეს სიბინძურე, უმოწყალოდ რომ სცემენ ახალგაზრდებს სწორედ იმიტომ ხდება, რომ ოცნებამ არჩევნების მიტაცებით და შემდგომი არალეგიტიმური ნაბიჯებით თავად მიატოვა კონსტიტუციური წესრიგი.ახლა მთელი ქართული საზოგადოება უნდა დადგეს ფეხზე, დიდი და პატარა, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე და გამოხატოს პროტესტი. არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. არ უნდა მივმართოთ ძალადობას. ამიტომ უფროსმაც და უმცროსმაც, ძლიერმაც და სუსტმაც გამოვხატოთ ჩვენი სამართლიანი პროტესტი და მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით ვაჩვენოთ, რომ გვინდა სასწრაფოდ დაბრუნდეს ეს ქვეყანა კონსტიტუციურ წესრიგში. შეწყვიტოს ოცნებამ ძალის გამოყენება და აღიაროს ქართული საზოგადოების ნება. ჩვენი ძალა სიმრავლეში, ერთობაში და სიმართლეშია. ამ სამი რამის პირისპირ უხეში ცინიკური ძალა უსუსურია.ახლა თუ ვიორჭოფებთ, არ გამოვიჩენთ სიმამაცეს, არ გამოვიჩენთ ერთმანეთისადმი, ჩვენი ახალგაზრდებისადმი და სამშობლოსადმი სიყვარულს, ეს ყველაფერი მალე გახდება უკონტროლო და ისეთ დაპირისპირებად გადაიქცევა, რომელიც უჩვენოდ და ჩვენს ხარჯზე, ჩვენი დამცირების და დაჩაგვრის ხარჯზე გადაწყდება ბოროტ ძალებს შორის.აი, ეს არის ოცნების დაპირებული მშვიდობა, ვისაც ოცნება მშვიდობის მტრედი გეგონათ. არეულობას თავად ესწრაფვიან. მშვიდობიან პროტესტს რა ძალით ახშობენ, ხომ ხედავთ?დღესვე! ყველამ ერთად, ერთხმად, მთელმა საქართველომ უნდა მოვითხოვოთ ამ კრიზისის სამართავად საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელშიც გვინდა ვიხილოთ პრეზიდენტი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყვნენ ოთხი პოლიტიკური სუბიექტი (რადგან მათ გარეშე დასავლეთს გაუჭირდება ამ საბჭოს ლეგიტიმურად აღქმა) და რაც მთავარია, უნდა იყვნენ საზოგადოების წევრები და ახლა უკვე, ამ ვითარებაში საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს უმრავლესობაში, იმისთვის, რომ ამ საბჭოს ჰქონდეს საზოგადოების ნდობა და აღიარება.ყველა, ყველა ქალაქში გამოვდივართ გარეთ და ვითხოვთ ამ კრიზისის დასრულებას და ეს დასრულდება მხოლოდ მართვის ცენტრის, საკოორდინაციო საბჭოს შექმნით, რომელსაც ექნება ჩვენი აღიარება, ნდობა და ლეგიტიმაცია და ასევე დასავლეთის ლეგიტიმაცია.პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს პოლიტიკის კეთების ცივილურ ფორმებში ამ სისხლიანი ფორმების ნაცვლად.მოგმართავთ მთელ საზოგადოებას - შეხედეთ თვალებში თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენს მეგობრებს. მათთვის, მათი სიყვარულისთვის, მათი ბედნიერებისთვის გამოდით დღეს თქვენი ქალაქების ქუჩებში! დაიცავით თქვენი ადამიანები!უკონტროლობის და ქაოსის, ტკივილის და ცრემლების თავიდან ასაცილებლად გამოდით დღეს თქვენს ქუჩებზე, თქვენს ხიდებზე, ვისაც არ შესწევს ჯანი და ღონე, მაშინ თქვენი სახლების შესასვლელი კარების წინ, მოიდგით სკამი და ეფერეთ მშვიდობის და წესრიგის მოყვარე ადამიანებით სავსე თქვენს ქუჩებს.მშვიდობიანად და ძალადობის გარეშე დაიცავით თქვენი ადამიანები!“ — დრამატურგი პაატა ციკოლია

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519

ტურავა
"ვაი, თქვე უტვინოებო" - მერაბ ტურავას პასუხი KriPoz-ის საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოღებაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას მისი "სისხლის სამართლის პოლიტიკის ჟურნალის" (KriPoz) საერთაშორისო რედაქტორების...

სოცმედია 1762749345

ლანა ღოღობერიძე
„ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა... ქუჩაში ბრბო კი არ დგას და მასა, არამედ, პიროვნებებისგან შემდგარი ერთობა“ - ლანა ღოღობერიძე

„ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება. მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეები...

პოლიტიკა 1762748914

ქოცები ყვარელი
„ქოცური რაზბორკები“ ყვარელში: „იყო ნადიმი ბიუჯეტის ხარჯზე... ყოფილი ნაცი ლევან გელაძე, რომელიც მერის მოადგილეა, შვილთან ერთად, თავს დაესხა საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ძმას, იყო ქვების სროლა... გელაძეს ცხვირი და სახე აღარ აქვსო“

"SOS ქოცების ქუჩური გარჩევის ამბებს გიყვებით ამ პოსტში. გუშინ ილიაობა იყო ყვარელში, იმ წმინდანი კაცის დღე, რომელმაც საკუთარი მიწები გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა და ამ ქვეყნის განვითარებას სიცოცხლეც კი შ...

სოცმედია 1762748745