"პირდაპირ ვიტყვი, კიკუს მდგომარეობაში ვართ" - რას წერს ლევან ჩხეიძე

სოცმედია 1659781548    672

ლევან ჩხეიძე

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის წევრი ლევან ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სანამ რუს ტურისტებს დავერევით, ჯერ მოდით ქართველები გავერკვიოთ ერთმანეთში.

მოცემულობა ასეთია. რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც დაპყრობილი აქვს საქართველოს 20 % ტერიტორია და 10 % მოსახლეობა გამოდევნილი ჰყავს სახლებიდან.

ამასთან, რუსულ ფულზეა დამოკიდებული ქართული ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და უძრავი ქონება. ჩვენს ეკონომიკაში უკრაინის ომის მერე მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი შემოსულობები რუსეთიდან.

პირდაპირ ვიტყვი, კიკუს მდგომარეობაში ვართ. ერთ მხარეს არის ღირსება მაგრამ გაჭირვება. მეორე მხარეს უარი ღირსებაზე და ფული, ბევრი ფული ბაბა.

მისაღებია ჩვენთვის სხვის გაჭირვებაზე საკუთარი ბედნიერების აგება? სარგებლობა უკრაინის ომით, საერთაშორისო სანქციებით და ამით ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილება? პოლიტიკურ ველზე არავინ არანაირ დივიდენდებს არ გვაძლევს. არათუ დეოკუპაცია, არამედ დებორდერიზაციაც კი არ შეჩერებულა, შეზღუდულია მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იზღუდება ქართული ენა და ამ ენაზე სწავლება. ლტოლვილების დაბრუნებაზე საუბარიც კი არ არის.

ქართველო, გიღირს ოთახნახევრიანი ბინის 300 დოლარად გაქირავება რუს ტურისტზე, საიდანაც ქართველი სტუდენტი გააგდე იმიტომ რომ 400 ლარზე მეტის გადახდის საშუალება არ ქონდა საკუთარ ღირსებათ? ასე რომ ქართველო. აქეთაა ფული, ბევრი ფული, გაიხადე ვითომ რიონში ბანაობ მარტო და ვერავინ გხედავს, ან ღირსება."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919