„პროპაგანდით დამძიმებულ გარემოში ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოებაში შეინარჩუნოს სამართლიანობისა და თავისუფალი განსჯის უნარი“ - მეუფე ზენონ იარაჯული
სოცმედია • 1778943346
"პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ საზოგადოებრივი ნარატივის გავლენას განიცდის, დგას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ღრმა სოციალური, კულტურული და სულიერი საფრთხეების წინაშე. პროპაგანდა განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როდესაც იგი საზოგადოებას აკარგვინებს კრიტიკული განსჯის უნარს და რეალობას მრავალხმიანი დიალოგის ნაცვლად ერთმნიშვნელოვანი „სიმართლის“ ფორმით წარმოაჩენს. ასეთ გარემოში სუსტდება თავისუფალი აზროვნება, იზრდება პოლარიზაცია, საზოგადოებრივი შიში და უნდობლობა, ხოლო ისტორია, კულტურა და ადამიანის ცნობიერება ხშირად იდეოლოგიური გავლენის ინსტრუმენტად იქცევა.აკადემიური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით, ეკლესიის მისია არ შეიძლება დაიყვანილი იქნეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, იდეოლოგიისა თუ ძალაუფლების მხარდაჭერამდე. მისი არსობრივი დანიშნულებაა ადამიანის ღირსების, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის დაცვა. სწორედ ამიტომ, პოლარიზებულ და პროპაგანდით დამძიმებულ გარემოში ეკლესიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, საზოგადოებაში შეინარჩუნოს სამართლიანობისა და თავისუფალი განსჯის უნარი, დაიცვას ადამიანის შინაგანი თავისუფლება, ხელი შეუწყოს დიალოგსა და საზოგადოებრივ თანხმობას და შეახსენოს როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებასა და საკუთარ თავს,რომ არც ერთი ძალაუფლება არ დგას სამართლიანობაზე, კანონზე და ადამიანის ღირსებაზე მაღლა.ქრისტიანული ხედვით, თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის; იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა. ეს არის უნარი, შეინარჩუნოს სინდისიერი განსჯა, განასხვავოს სამართლიანობა ძალმომრეობისგან და არ დაექვემდებაროს შიშსა და კოლექტიურ ზეწოლას. ამასთანავე, ეკლესია, როგორც ისტორიული და სულიერი მეხსიერების მატარებელი, ვალდებულია, არ დაუშვას, რომ ისტორია და ეროვნული მეხსიერება პოლიტიკური კონიუნქტურისა და იდეოლოგიური მანიპულაციის ინსტრუმენტად იქცეს.სწორედ ამიტომ, ეკლესიის ისტორიული მისია განსაკუთრებით კრიტიკულ ეპოქებში მდგომარეობს იმაში, რომ არ დაექვემდებაროს პოლიტიკური ძალის ლოგიკას; შეინარჩუნოს ჭეშმარიტების თქმის უნარი; დაიცვას ადამიანის თავისუფლება და ღირსება; და დარჩეს სულიერ და ეთიკურ გარემოდ, სადაც ადამიანი ჯერ კიდევ შესაძლებელია შეხვდეს არა პროპაგანდას, არამედ საკუთარ შინაგან თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას" | წერს მეუფე ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










