„პროტესტი გაიჭედა და ახალი იმპულსი სჭირდება... თუ ვინმე დებატებში ხედავს რაიმე იმპულსის გაჩენის შანსს, სცადოს“ - ბადრი გრიგალაშვილი

სოცმედია 1771133897

ბადრი გრიგალაშვილი

ბადრი გრიგალაშვილი:

სრულიად მესმის თქვენი პოზიციის, ვინც ქოცებთან დებატების წინააღმდეგი ხართ. ბევრი თქვენგანი ვა-ბანკზე წახვედით, როცა სისტემასთან დაპირისპირება გადაწყვიტეთ. ბევრი დაიჭირეს, ბევრმა სამსახური დაკარგეთ, ბევრს დაყადაღებული ანგარიშები გაქვთ და ასეთ სიტუაციაში ძალიან რთული მისაღებია ის ფაქტი, რომ რაღაც სადებატო დარჩა.თუმცა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს რეალობის მიღება, ფაქტია, რომ პროტესტი გაიჭედა და ახალი იმპულსი სჭირდება. მნიშვნელოვანია მარშები, მაგრამ ცვლილებითვის ბ ე ვ რ ა დ მეტი ადამიანის შემოერთება/გადმობირებაა საჭირო.თუ ვინმე დებატებში ხედავს რაიმე იმპულსის გაჩენის შანსს, სცადოს. ხალხი შეაფასებს.არის თუ არა ეს დებატები ვითარების ნორმალიზება? - კი, არის.ასევე ვითარების ნორმალიზებაა, როცა დილით იღვიძებთ და მეტროთი მგზავრობთ, ბიუჯეტში იხდით გადასახადებს, ასაჩივრებთ და იხდით ჯარიმებს, სარგებლობთ იუსტიციის სახლის სერვისებით, პოსტავთ სასაცილო პოსტებს და ა.შ.სანამ არ გვექნება იმის ძალა, რომ დავიწყოთ მასობრივი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობა, ამ ეტაპზე თითოეული ჩვენგანი ყოველ დღე ვახდენთ ვითარების ნორმალიზებას.ქოცების დებატის პარალელურად, არსებობს რაიმე ოპოზიციური დღისწესრიგი? - არ არსებობსრაიმეში მაინც ერთიანია ოპოზიცია? - არაანუ, ამ წუთას აქეთ მხარეს არ არსებობს არანაირი გამარჯვების რეალური გეგმა და კონტურები, რომლიდან გადახვევაც ვინმეს მოღალატედ აქცევს. რისი დაზიანებაც შეიძლებოდა უკვე დაზიანებულია. ასეთ სიტუაციაში ყველაზე სწორი იქნება დაიწყოს გატესტვა სხვადასხვა ტაქტიკის.ვისაც უნდა იდებატოს და ვისაც უნდა გაერთიანდეს. სიახლე გვჭირდება და ეს სიახლე ერთმანეთისთვის მოღალატეების დაძახებით ვერ დაიბადება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476

გვარამია კოხტაშვილი
„ოცნების“ დეპუტატი იყო საკრებულოში, სიაში 2021-შიც ჩასვეს და თავი ამოაღებინა... აითვალწუნეს — ნიკა გვარამია დაკავებული ექიმის პოლიტიკურ წარსულზე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...

საზოგადოება 1789219230