„ქართველს არც პასუხისმგებლობის აღება სურს, არც ვალდებულებების გაზიარება. სახელმწიფოს იდეა საერთოდ ფეხებზე ჰკიდია“ - გოჩა მირცხულავა
სოცმედია • 1780903833
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოცქსელში წერს:
„რუსული კანონიდან“ მოყოლებული, 2025 წლის მარტამდე, იმედით ვიყავი აღსავსე, რომ საქართველოში ნაციის (Nation) იდეა იმარჯვებდა. იმ პერიოდში ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს როგორც აქ, ისე სხვა საჯარო სივრცეებშიც.მერე?მერე დავინახე უკანდახევა. დავინახე, რომ „ქართველმა“ მოქალაქედ ყოფნას ისევ მოსახლედ ყოფნა არჩია. და ვართ ასე — სტომაქზე, თვითგადარჩენასა და პირად კომფორტზე ორიენტირებულ მოსახლეობად ქცეულები.სხვა უამრავ წინააღმდეგობას რომ თავი დავანებოთ, ყარაბაღის შემდეგ, ფაშინიანი — და ეს არც სახელი და გვარია, არც თანამდებობა, რომელიც მას ეკავა ან მომავალში ექნება — არამედ პოლიტიკური კურსი და იდეაა, სომხეთის მოსახლეობას პოლიტიკურად უნდა ჩაექოლა, გაესრისა, გაენადგურებინა.დღეს კი ერთი რამის თქმა უკვე დანამდვილებით შემიძლია: სომხეთში ნაციის (Nation) იდეამ გაიმარჯვა. უფრო სწორად, სომხეთმა გვაჩვენა, რომ ადამიანებმა არჩევანი სწორედ მოქალაქედ ყოფნაზე გააკეთეს.ბევრს უჩნდება კითხვა: რა განსხვავებაა მოსახლედ ყოფნასა და მოქალაქედ ყოფნას შორის?მარტივი.მოქალაქეობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას და სახელმწიფოს იდეას, რომელიც შენს უფლებებს იცავს.ქართველს კი არც პასუხისმგებლობის აღება სურს, არც ვალდებულებების გაზიარება. სახელმწიფოს იდეა საერთოდ ფეხებზე ჰკიდია. ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი წარმოდგენა, რომ ქვეყანა მეწველი ძროხაა, სადაც შესაძლოა ერთ დღეში მილიონერი გახდე — ისე, რომ არც ჯეკ-პოტი მოიგო, არც იშრომო და არც იმ ქაღალდში გადაიხადო ფული, რომელსაც ლატარიის ბილეთი ჰქვია
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











