„რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე,შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა“ - დავით ქაცარავა

სოცმედია 1716232036

ქაცარავა ნაცემი

დავით ქაცარავა სოცქსელში წერს:

-რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე,შენი დდშც, შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა.დარტყმა,გინება,მუშტების და წიხლების წვიმა მოყვა ამ სიტყვებს.სვავებივით მომესივნენ შავ სპეცფორმებში გამოწყობილი ჯალათები.მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე.ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს,დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა.ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში.კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებეს.მთავარი მოქმედება კი მეორე,დიდი ცემის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკვე 10-12 სპეცჯალათის მიერ ნაცემი, ფურგონში შემაგდეს.ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგსუკან შეკრულ ხელებიანს, 3 - 4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა.სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში,სახეში.ხელებზე სპეციალური,კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.მესამე ცემა მანქანაში,ჯამში მეხუთე,ყველაზე საშინელი გამოდგა.შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი.ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას შევეცი!ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა - მგუდავდნენ.არ ვიცი,რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ.უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ.მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს.ჯალათებო და ამ ეკზეკუციის დამკვეთებო!მადლობას გიხდით იცით რისთვის?კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ იმაში, რომ ამ ქვეყანას დღეს რუსები მართავენ და ჩვენ, ამ ქვეყნის თავისუფალ შვილებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩახერგილია გზები და ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს!ჩვენ ამ ტერორით ვერ დაგვაშინებთ, ჩვენ გორგასლის,აღმაშენებლის,300 არაგველის, იუნკერების და აფხაზეთის გმირების შთამომავლები ვართ, ჩვენში ანწუხელიძის და ტატუნაშვილის სისხლი ჩქეფს, ჩვენი ცოცხალი გმირები დღეს რუსეთს ამარცხებენ უკრაინაში!ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თქვენ,ჯალათებს, ვისთვისაც ღირსება ბანკომატებთან ასოცირდება, აუცილებლად დამარცხდებით და აღმოჩნდებით ისტორიის სანაგვეზე!ჩვენია გამარჯვება!ძალა ერთობაშია!ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რიჟვაძე ახვლედიანია
ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ალექსანდრე ახვლედიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეკა ბარბაქაძემ ადგილზე თათბირის შემდეგ გამოაცხადა. ახვლედიანს 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს გადასახდელად მოსამართლემ...

კრიმინალი 1751993466

ნათელაშვილი
„აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხუხაშვილს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ დიანა ტრაპაიძეს” – შალვა ნათელაშვილი ხაზარაძეს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:,,გაწამდა ტვ–პირველი იმის მტკიცებით,რომ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი გადარჩენა. ამიტომ მაქვს წინადადება ხაზარაძესთან, აყრევინე კენჭი თბილისის მერად გია ხ...

სოცმედია 1751986272

პლუს
PLUS 8 წლის გახდა - როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751984728

დავით ხომერიკი
"იტყუებით, გასაუბრება არ მომხდარა, მირტყამდნენ მანქანაში" - დავით ხომერიკი მოწმე პოლიციელს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სინდისის პატიმრის, დავით ხომერიკის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ერთ-ერთი დამკავებელი პოლიციელი, ნიკა კიზირია იკითხება. სწორედ კიზირია იყო ერთ-ერთი, ვინც ხელბორკილები...

პოლიტიკა 1751984405

ვიკა ბუკია
„რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ, ასე ნარნარად წაიკითხავენ „იმედის“ წამყვანები მის “დაწერილ” წერილს“ - ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:„ყველაზე შემზარავი მაინც იმის გააზრებაა, რომ ივანიშვილმა ცხოველებად გადააქცია ადამიანები. რუხაძე რომ გააგორონ ხვალ და წერილი “დააწერინონ”, ან მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანონ –...

სოცმედია 1751984249

ნარიმანი
ვიდეო: „წადი, წაეთრიე აქედან“- მეფე ნარიმანმა მრავალწლიანი საჯარო დუმილი დაარღვია

წადი, წაეთრიე აქედან! - ეს იყო პირველი სიტყვები, რომლითაც ბერმა ნიკოლოზმა მრავალწლიანი საჯარო დუმილი დაარღვია  

საზოგადოება 1751983428