რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია - ზურაბ ბატიაშვილი
სოცმედია • 1772363829
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:რას ნიშნავს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია?- იმ ომის პირველივე დღეს, რომლისთვისაც მხარეები ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ, ქვეყნის ლიდერის ლიკვიდაცია ნიშნავს იმას, რომ მეორე მხარე (ამ შემთხვევაში ისრაელი და აშშ. და ისრაელს პირველ რიგში შემთხვევით არ ვწერ) საუკეთესოდ შეხვდა გადამწყვეტ მომენტს. მათ არამარტო ჰქონდათ ზუსტი სადაზვერვო სახის ინფორმაცია სად და როდის იმყოფებოდა ხოლმე მოწინააღმდეგე მხარის ლიდერი, არამედ უზუსტესად შეძლეს ამ ინფორმაციის რეალიზაცია (ანუ დასაწყისშივე მოახდინეს მოწინააღმდეგე მხარის ლიდერის ლიკვიდაცია);- სულიერი ლიდერის ლიკვიდაციამ აჩვენა, რომ ისრაელ-აშშ-ს მთავარი მიზანი ამ ომში უკვე არა ბირთვული პროგრამის ან ფრთოსანი რაკეთების წარმოების შეჩერებაა, არამედ რეჟიმის ცვლილებაა ირანში და ამ მიმართულებით სიურპრიზები კიდევ მოსალოდნელია;- რა თქმა უნდა, სულიერი ლიდერის ლიკვიდაცია არ ნიშნავს რეჟიმის უცაბ ჩამოშლას. მაგრამ ეს არის სერიოზული ბზარი, რომელიც ისრაელმა და აშშ-მა გააჩინეს რეჟიმის შიგნით, მითუმეტეს ახლა, როდესაც ჯერ კიდევ ომის პირველი დღეებია;- სულიერი ლიდერის გარდა მოხდა კიდევ არაერთი სამხედრო-პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირის ლიკვიდაცია, რაც ერთის მხრივ აჩენს შიშს რეჟიმის შიგნით და მეორეს მხრივ, შეიძლება გააჩინოს შიდა დაპირისპირება, რაც ნამდვილად არ მოემსახურება რეჟიმის განმტკიცების საქმეს;- ირანის ზომის და წონის (ახლო აღმოსავლეთის ყველაზე დიდი ქვეყანა 90 მილიონი მოსახლეობით) ქვეყნის პირველი პირის ფიზიკური ლიკვიდაცია აჩენს შიშს მთელ მსოფლიოში (განსაკუთრებით არადემოკრატიულ ლიდერებში), რომ ერთ დღესაც შეიძლება მათი ჯერი დადგეს. ჩემი თუ არ გჯერათ, რუსებისა და რუსქოცების რეაქციებს შეხედეთ.გაგრძელება იქნება.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










