სოცმედია • 1737869136
რეჟისორი დათა თავაძე:
ახლა რასაც ვიტყვი, სრულ უმრავლესობას საერთოდ არც გეხებათ, ამიტომ შეგიძლიათ ჩასკროლოთ, მაგრამ რაკი არაფერს დაგიმალავთ და, როგორც დაგპირდით, არც ერთი შეგრძნების გაყალბებას არ ვაპირებ, იყოს აქ ეს ერთი ამოძახილიც.მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქეთ გაფიცულ ხელოვანებს გულავდე და იქით კინოთეატრში იჯდე, - ან მთლად სასწაული (!), ზოგიერთ ვადაზე ადრე ამუშავებულ, უპრინციპო თეატრში ტაშს უკრავდე - არ გამოვა, მეგობრებო. მინდა იცოდეთ, რომ მიმდინარე გაფიცვაში, ყველაზე დიდ საფრთხეებს, სწორედ გაუფიცავი ინსტიტუციები გვიქმნიან, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ყველაფერი ძველებურადაა და მთელი ეს ჩვენი გაფიცვა ახირების მეტი არაფერი ყოფილა. იფიქრეთ ამაზე.2. რაც არ უნდა მიყვარდეს ცნობილი ქართველი მსახიობი და ვგულშემატკივრობდე მას დამის ნებისმიერ ფილმს “ოსკარებზე”, ბოდიში, თუ არაფრად მიმაჩნია მისი ეს წარმატება, მისი კოლეგის, კინო-მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის არც თუ წარმატებულ რეალობასთან! - ვერაფერი მისალოცი ვერაა ჩემთვის მაშინ, როცა უფროსი და შემდგარი კოლეგა მთელი თავისი პრივილეგიების, მთელი თავისი შთამბეჭდავი კონტაქტებისა და მთელი თავისი გავლენიანობის მიუხედავად, ერთ სიტყვასაც არ შემოგაშველებს დასაცავად!და ჩვენც რა მაგალითს ვაძლევთ ერთმანეთს? ნუთუ აჯობებს გაჩუმდე და შენი საქმე აკეთო? იქნებ, ყველა “თავის საქმეს” უნდა აკეთებდეს და არ იდგეს იქ, სადაც დაიჭერენ, არამედ, ჩუმად და აპოლიტიკურად, წითელი ხალიჩისთვის ემზადებოდეს - ზოგიერთებიც ტაშს დაუკრავთ, როგორც ჩანს, და გაუფიცავ ქართულ კინოთეატრშიც წახვალთ მის სანახავად; რომელიმე ქართული კინოთეატრის დასპონსორებულ პოსტსაც დაუწერდით მგზნებარე გულებს, რომელიც ზუსტად აქციის დროს გეძახითთ ა ვ ი ს თ ა ნ და არა რუსთაველზე!თქვენ აქ, ცხადია, სრული უფლება გაქვთ, არც ერთი კინო-პრემიერა არ გამოტოვოთ, ბევრიც იდავოთ “ოსკარის” ნომინანტთა სიაზე, მაგრამ ოდნავ უცნაურად არ გეჩვენებათ, “წითელ ხალიჩას განიხილავდე”, სანამ ქართული კინო ისტორიულ ბოიკოტში გვყავს?უბოდიშოდ და კატეგორიულადმოვითხოვ, სანამ ჰოლივუდის რომელიმე “უბერებელ ვარსკვლავზე” დამელაპარაკებოდეთ, მეტი სენსიტიურობა გამოიჩინოთ ქართველი მსახიობების მდგომარეობის მიმართ, ბატონებო!იმ მსახიობების მიმართ, ვინც დაიჭირეს, სცემეს, ყველა შესაძლო გზით დაამცირეს, ორმოცდამეთორმეტე დღეა გაფიცულია და ბოლოს, ორ წელზე მეტია უპრინციპულესი წინააღმდეგობის მაგალითს გვაჩვენებს ბოიკოტის სახით. არც მეტი არც ნაკლები, თქვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სხვათა შორის, უარი თქვა საკუთარ კარიერაზე და ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ცენზურის წინააღმდეგ გალაშქრებულმა, უარი თქვა იმავე კინოთეატრის ეკრანზე გამობრწყინებაზეც, რომელსაც ახლა უყურებთ! [და რა შესახსენებელია, რომ ამ ბრძოლაში ზოგმა, რეჟიმთან გარიგებაზე უარის თქმით, ფიზიკური თავისუფლებაც დათმო!]ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა, რომ პატარა სიამოვნება მოიკლოთ საერთო ბრძოლის სახელით და არ გაავსოთ კინოთეატრები აქციის დროს, არ გაავსოთ უპოზიციო თეატრები აქციის დროს, არ გეჩქარებოდეთ ღამის კლუბებში და არ გამოაკლდეთ აქციას რუსთაველზე; ან საერთოდ არ იფიქროთ, ამ საღამოს რითი გაირთოთ თავი, არამედ იმაზე იფიქრეთ, ამ რეალობიდან რა დაგვიხსნიდა.მოკლედ და პირდაპირ მოგახსენებთ:აქეთ იმისთვის არ გვამხნევებენ ჩვენი კოლეგები საკნებიდან, იმისთვის არ გაფიცულან ორმოცდამეთორმეტე დღეა, იმისთვის არ ჩამოსულან სცენიდან, ზოგიერთები განტვირთვის ალტერნატივებს დაეძებდეთ!შეკითხვა მაქვს, რატომ არ იფიცებიან კინოთეატრები?ან თქვენ რასთან დაკავშირებით დადიხართ მანდ, საერთოდ?რაღაც იოგურტებს რომ აღარ ჭამთ და სანდვიჩებზე უარი თქვით, ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ იქვე გაუფიცავ მსახიობებს ტაშს რაღას უკრავთ?ყურადღება:ყოველ დღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი ვიდგეთ. ვიკითხოთ, სად ვართ ჩვენ ახლა და სად არიან ჩვენი სფეროები, სანამ ქვეყანა იღუპება; ასევე, რას ვაკეთებთ, რომ სულ გვახსოვდეს, სად ვართ - ვეხმარებით, თუ ხელს ვუშლით მიმდინარე პროცესს? ყოველ დღე რაღაცას ვმატებთ, თუ ვაკლებთ? ვემატებით, თუ ვაკლდებით? ვეხმარებით, თუ ხელს ვუშლით არსებული რეალობის ნორმად გადაქცევას, ტირანიასთან შეგუებას, სისტემასთან ადაპტირებას, ჩაგვრის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას, რეალობისგან დამალვას…დილა მშვიდობისა.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!
პოლიტიკა • 1739916169
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...
პოლიტიკა • 1739914256
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი