"რატომ არ ირთვება გაზი ერთი ღილაკის დაწკაპუნებით?" - თბილისი ენერჯის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სოცმედია • 1739179751
"რატომ არ ირთვება გაზი ერთი ღილაკის დაწკაპუნებით?
დაზიანება რომ აღმოფხვრილიყო, საჭირო იყო გაზის მილის დაცლა გაზისგან. ამიტომ გათავისუფლდა მაგისტრალი გაზისგან, რამაც უგაზოდ დატოვა მაგისტრალზე დაერთებული მთლიანი ქსელი. დაზიანების შეკეთების შემდეგ მაგისტრალში გაზი ისევ უნდა შევიდეს. თქვენს სახლებამდე, ოფისებამდე, კორპუსებამდე გაზი პირდაპირ მაგისტრალიდან არ მოდის. თქვენამდე მოსასვლელად მას გზაზე "ეღობება" ბევრი ონკანი. იმისათვის, რომ ქსელში გაზი შევიდეს შესაბამისი წნევით და უსაფრთხოდ მიეწოდოს გაზი ყველას, საჭიროა მაგისტრალიდან თქვენს შენობამდე არსებული ყველა ონკანი ჯერ გადაიკეტოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზი მოვა თქვენს კორპუსამდე და არ შემოვა თქვენს კორპუსში უშუალოდ, მას ხელს შეუშლის ჩვენს მიერ დაკეტილი ონკანი.
რისთვის არის საჭირო ამ ონკანების დაკეტვა?
იმისათვის, რომ კორპუსში გაზის შეშვებამდე, ჯერ გადამოწმდეს ონკანის შემდეგ კორპუსში არსებული ქსელი ჰერმეტულობაზე. შედარებისთვის რომ წარმოიდგინოთ - ბუშტს რომ ჩაბერავთ, თუ მას ნახვრეტი აქვს, მიხვდებით, ის არ გაიბერება. ასე ჩაბერავენ კორპუსის ქსელს - თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე მეზობელს გაზზე მომუშავე რომელიმე დანადგარი დარჩენილი ექნება ღია მდგომარეობაში, სპეციალისტები ამას მიხვდებიან და კორპუსს გაზს არ მოაწვდიან. ამიტომ გთხოვენ ყურადღებით ყოფნას და გაზის ონკანების დაკეტვას. ამით ხელს შეუწყობთ მომარაგების დროულად აღდგენას. თუ რომელიმე ონკანი დაგრჩათ ღია, სპეციალისტები ჩამოივლიან ბინა-ბინა და ღია დანადგარს რომ იპოვიან და დარწმუნებიან ქსელის სრულ ჰერმეტულობაში, მხოლოდ მას შემდეგ გადახსნიან იმ ონკანს, რომელმაც გაზის მოსვლას თქვენს ბინამდე "ხელი შეუშალა". ასეთი ონკანი ქსელში უამრავია. თავის მხრივ, ამ ონკანებამდე გაზის მიწოდებაც შესაბამისი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს.
გაზი არ აქვს 150 000 აბონენტს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს უამრავ შენობაში. ჯერ დასაკეტია და შემდეგ გასაღებია უამრავი ონკანი. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩართვას უფრო დიდი დრო, ვიდრე დაზიანების შეკეთებას."
წერს მელანო მაისურაძე, თბილისი ენერჯის მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს
პოლიტიკა • 1762706988
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უარყო უნგრეთის მხარის მტკიცება, რომ ბუდაპეშტი განუსაზღვრელი ვადით გათავისუფლებულია რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე ამერიკული სანქციებისგან. ვაშინგტ...
მსოფლიო • 1762705556
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფი მერაბ ტურავა KriPoz-ის (კრიმინალური პოლიტიკის ჟურნალის) საერთაშორისო რედაქტორების სიიდან ამოიღეს | ამ...
პოლიტიკა • 1762705456
"მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მე, არქიმანდრიტი დოროთე, დაცლილი ვარ სულიწმინდისგან. მე კი გეტყვი მიტროპოლიტო!!! როგორც რეზინაზე არ გადადის დენი, ისე შენზე არ გადმოვა სულიწმინდა. შენი სული მკვდარია დ...
სოცმედია • 1762705318
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ პენტაგონის მაღალჩინოსნებთან ერთად კალათბურთი ითამაშა. კადრები საერთაშორისო მედიამ გაავრცელა. ალ-შარა აშშ-ის დედაქალაქში იმყოფება...
მსოფლიო • 1762705180
რა არის ბედნიერება და რა გზას გადის ადამიანი თავისუფლებისკენ - ვიდეო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ეს საინტერესოა • 1762705071












