"როგორც ჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო" - ავთანდილ ვარსიმაშვილი
სოცმედია • 1736604174
"თავისუფალი თეატრის" სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთანდილ ვარსიმაშვილი საპროტესტო აქციის ფარგლებში ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს სოლიდარობას უცხადებს და Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ქვეყანას არათუ კვალიფიციური, არამედ უბრალოდ სასამართლოც კი არ აქვს.
ავთანდილ ვარსიმაშვილი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვების ფაქტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება აზრსმოკლებული იყო - "მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე?".
კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა დაპატიმრებულს, მაგრამ ეხლა ჩემს კოლეგაზე, ანდრო ჭიჭინაძეზე მინდა ვთქვა. მისალმებით ვიცნობ, არ გვიმუშავია ერთად, მაგრამ რა ცნობა უნდა, ერთი შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე რა ნათელი და სუფთა ბიჭია. კარგი, დავუშვათ, რომ სასამართლოსთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორია ბრალდებული, დავუშვათ, რომ ათასობით ადამიანმა, ვინც მისი განთავისუფლება ვითხოვეთ, არ ვიცით და აი კვალიფიციურმა სასამართლომ კი, რაღაც ისეთი იცის, რასაც მხოლოდ პროცესზე დაამტკიცებს პროკურატურა და ყველას გაგვაგებინებს. კი ბატონო, მოდი პატივი ვცეთ კანონს და დაველოდოთ სასამართლოს ჰუმანურ გადაწყვეტილებას. მაგრამ კითხვები მაინც მაქვს: იმ ბრალდებით, იმ კვალიფიკაციით, იმ საქმით, რითიც აღიძრა და რითიც უნდა განიხილონ პროცესზე, ანდრო, სასამართლომდე რომ გამოეშვათ, რამე დაშავდებოდა? გარეთ გამოსული ანდრო, იმ “ნაცემ”პოლიციელებს ჩუმად გაურიგდებოდა და ისინი მერე იტყოდნენ პლასტმასის ბოთლი მაგან არ გვესროლაო? ანდრო სადმე მთებში გაიხიზნებოდა თუ უპასპორტოდ გადაკვეთდა საზღვარს? მართლა მაინტერესებს, რაში სჭირდებათ მისი დაკავება? მოსამართლემაც ხომ კარგად იცის, რომ ანდრო არსად დამმალავი არაა და თავისი ნებით გამოცხადდებოდა სასამართლოზე? მით უფრო რომ ამდენი ავტორიტეტული პიროვნება უდგას თავდებში. თან ისიც იცი, რომ ანდროს და მისი მეგობრების ციხეში დატოვება მხოლოდ უფრო ააღელვებს ისედაც საკმარისზე მეტად აღელვებულ საზოგადოებას? და მაინც არ უშვებ? რა არის ეს? უჭკუობა?, ბოროტება? ცინიზმი? სამწუხაროდ, კითხვებზე პასუხი თვითონვე მაქვს, ყველაფერი ერთად: უჭკუობაც, ცინიზმიც, ბოროტებაც, საზოგადოების აბუჩად აგდება და ის, რომ ჩვენ არც ჰუმანური სასამართლო გვაქვს, არც კვალიფიციური და როგორც სჩანს, უბრალოდ არ გვაქვს სასამართლო!. - წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











