„რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა” - ლონდა თოლორაია
სოცმედია • 1759918525
„კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაია გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
"ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა"- წერს სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელი.
ამ ამბავმა ჩამომშალა. დავით გოგობერიშვილი ჩემი კურსელი/ჯგუფელი იყო. დილიდან ვათვალიერებ ყველაფერს, რაც მასზე იწერება და მიხარია (ამ სიტუაციაში თუ შეიძლება ადამიანს რამე გაგიხარდეს), რომ მასზე მხოლოდ კარგს ვკითხულობ. ასეთი იყო ყოველთვის - ყველას უყვარდა!
ჩემთვის დეტალებს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის კანონიერებისაგან, მორალისაგან და სამართლიანობისაგან სრულად დაცლილი რეჟიმის გამო. რუსეთისაგან ესეც აგითვისებიათ - გაურკვეველ ვითარებებში ადამიანების ,,თვითმკვლელობა”.
ამ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ის საჯარო მოხელეები, ვინც ამ პირობებშიც ახერხებენ ადამიანებმა მასზე ის დაწერონ/თქვან, რასაც დილიდან მასზე ვკითხულობთ.
ყველას მოგეკითხებათ, ვისაც ამაში იოტისოდენა წვლილი გაქვთ. ეჭვი არ შეგეპაროთ!
ვინც ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი ხართ, იმედია ხვდებით რომ თქვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ სიკვდილის/,,თვითმკვლელობების” ქრონიკების შეაჩერება!
მშვიდობით ,,გოგობერა"- აღნიშნავს თოლორაია.
გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი, დავით გოგობერიშვილი, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტის შემდეგ თანამდებობა დატოვა, გარდაცვლილი იპოვეს.
შსს მომხდარს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ - 115) იძიებს.
გარდაცვლილი გოგობერიშვილი თბილისში, ავტოფარეხში იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს უბრუნდება — ინფორმაციასა და შესაბამის ვიდეორგოლს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. უწყების ცნობით, ტიტულოვანმა ქარ...
სპორტი • 1788698182









