„რუსი მილიარდერი, ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისში ივანიშვილის ნებართვის გარეშე რომ ვერ შემოვიდოდა, ფაქტია“ - რომან გოცირიძე
სოცმედია • 1782366838
"რუსული ტელეგრამარხი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსი მილიარდერი, ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისში შეამჩნიეს. თუ ეს ნამდვილად ასეა, აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ივანიშვილის ნებართვის გარეშე რომ ვერ შემოვიდოდა, ფაქტია. დუროვზე დღემდე გრძელდება სამართლებრივი დევნა საფრანგეთში. პატიმრობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ქვეყნის დატოვება მხოლოდ დროებით შეუძლია სპეციალური ნებართვის საფუძველზე. დუბაიში რომ შევიდეს, სადაც ცხოვრობს, იქაც ნებართვა სჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება. ეს კაცი რომ რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, კარგადაა ცნობილი." | წერს სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე
Telegram-არხმა Ateo Breaking-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მილიარდერი და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი თბილისშია. Telegram-ისა და ВКонтакте-ს დამფუძნებელი და რუსი მილიარდერი პაველ დუროვი, რომელმაც საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, 2024 წლის 25 აგვისტოს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში დააკავეს. დუროვს 12 დანაშაულს ედავებიან, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე, თუმცა ის 29 აგვისტოს 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დუროვზე სამართლებრივი დავა საფრანგეთში დღემდე გრძელდება, ის პატიმრობიდან გაათავისუფლებს, თუმცა ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია. ის ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს, თუმცა საფრანგეთში მის წინააღმდეგ არსებული გამოძიების გამო, საერთაშორისო დონეზე გადაადგილება შეზღუდული აქვს
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











