„სად გაქრა საუბრები ივანიშვილის მშვიდობაზე, როდესაც ქვეყანა ანტიდასავლურ სამხედრო ბანაკშია სიტყვითაც და საქმითაც? თუ მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდებით, როდესაც ირანელ სამხედროებს დავინახავთ თბილისში“ - გიორგი თავდგირიძე
სოცმედია • 1749888569
გიორგი თავდგირიძე:
განიცდის თუ არა კოგნიტურ დისონანს ოცნების ლიდერები და მომხრეები, მათ შორის სასულიერო პირები, არ ვიცი, მაგრამ წარმოუდგენელია თან პროირანელი იყო და თან ერეკლე მეფის პატივისმცემელი, თან ღრმა რელიგიურობას პოზიციონირებდე და თან ირანის სამხედრო ბანაკთან ღრმა თანამშრომლობ გქონდეს.და მაინც რომ დავუბრუნდეთ მშვიდობის პრობლემებს. არალეგიტიმურ მთავრობის არალეგიტიმურ თავმჯდომარეს კითხეთ მომხრეებმა, მომავალ დიდ ომში, როდესაც ბევრი გამოწვევა ექნება ქვეყანას, დასავლეთი როგორც სამხედრო მოკავშირე დავკარგეთ, ვინ გვეყოლება, ვინც რაიმე ტიპის მხარდაჭერას აღმოგვიჩენს? სად არის რუსეთის ან ჩინეთის სამხედრო მხარდაჭერა? სად არის ხელშეკრულებით გამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა? ვისგან ვიყიდით საჭირო საბრძოლო მასალებს? როდის დაიწყება რუსეთის და ჩინეთის სამხედრო სასწავლებლებში ქართველი ოფიცრების გაგზავნა? გაუნათლებელი და მოუმზადებელი ოფიცრებით ვაპირებთ დიპ სტეიტის არმიებთან გამკლავებას? საერთოდ სად გაქრა საუბრები ივანიშვილის მშვიდობაზე, როდესაც ქვეყანა ანტიდასავლურ სამხედრო ბანაკშია სიტყვითაც და საქმითაც? თუ მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდებით როდესაც ირანელ სამხედროებს დავინახავთ თბილისში?
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331
დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...
პოლიტიკა • 1773055828
რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...
სოცმედია • 1773055664
ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა. ეს პრო...
ჯანმრთელობა • 1773055479
სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...
პოლიტიკა • 1773054324
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი." კობა...
პოლიტიკა • 1773054177












