„სახე წაშლილი გქონია, ჩაწერის დროს ნერვიულობდი ეტყობა და ამის მერე ვინმეს რომ ფარულად ჩაწერ, სახე გააკონტროლე ხოლმე…“ - ნინი გოგაშვილი ლევან მურუსიძეს

სოცმედია 1663875087    1424

გოგაშვილის ქალიშვილი

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს.

„ბიძინას ტელეკომპანია ,,იმედმა” გაავრცელა დამნაშავე ,,მოსამართლის”, მურუსიძის მიერ ფარულად შექმნილი აუდიო ჩანაწერი, რომელზეც იმედმა არ განათავსა სრული ტექსტი და მხოლოდ ის ტექსტი ჩანს, რაც ივანიშვილმა უბრძანა.

აუდიო ჩანაწერში ყველა მომენტში ხმა არ ისმის კარგად, ასე რომ იხილეთ სრულყოფილი დიალოგი. მურუსიძემ ჯერ გამართულად საუბარი რომ ისწავლოს და მერე დანიშნოთ მოსამართლედ არა? რანაირად მეტყველებს ეს კაცი საერთოდ, რა ლექსიკით...

მწვანე ტექსტი სამხარაძისაა, შავი ტექსტი მურუსიძის ბოდვა, სადაც არაერთხელ თავად ადასტურებს ბინძური კლანის პირდაპირ ჩარევას სასამართლოში, მაგალითად, როცა ამბობს, რომ სამხარაძესთან წინა შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მამაჩემის განცხადება ალავიძის შესახებ სასამართლოს წინააღმდეგ. ზუსტად ამ დღეს, 20 სექტემბერს, ამ შეხვედრამდე დილით გაავრცელა მამაჩემმა ეს განცხადება და ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავად მურუსიძე იყო ინიციატორი სოსოს დახმარების და მან შეატყობინა მამაჩემს, რომ თუ იგი გაჩერდებოდა, ,,დაულაგებდა”, რაც უნდა გაერკვია ჩინჩალაძესთან, რადგან მურუსიძის თქმით, ჩინჩალაძე საქართველოში არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია სოსოს გარეთ გამოყვანა (ციტირება)და თან დაიფიცა.

მამაჩემი არ გაჩერდა, მურუსიძე გაბრაზდა და აი, რა მაგარი რაღაც გავუჩალიჩე სოსოსო და რეალურად ისევ თავის თავს გაუჩალიჩეს.

მურუს, ჩინჩალაძეზე გვჯერა ისედაც და აღარ დაიფიცო ხოლმე მაგაზე რა. როგორც ჩაწერა იცი, ნეტა გამართულად საუბარიც ისე იცოდე, ხო აღარ დავიტანჯებოდი შენი მოსმენით…

ტყუილები აღარ თქვა, მოსამართლე ხარ სულ ნუ გავიწყდება. 20-ში სახე წაშლილი გქონია, ჩაწერის დროს ნერვიულობდი ეტყობა და ამის მერე ვინმეს რომ ფარულად ჩაწერ, სახე გააკონტროლე ხოლმე. ისე ძაან ვწუხვარ, მე რომ არასდროს მომიწია შენთან შეხვედრა და რომ ვერ ჩამწერე, ძაან საინტერესო დიალოგი გვექნებოდა, რამდენი მაქვს სათქმელი. ხოდა, ჩვენ კი, მივაღწევთ წარმატებას და შენ ,,დავაი” გააგრძელე ბიძინასთან კუდის ქიცინი და ჯიბის გასქელება სანამ დრო გაქვს ,,ვაჟკაცო, მართალო ადამიანო, სამაგალითო და პატივცემილო მოსამართლევ”

პ.ს გადამალული მიწები რაო რომელ ოჯახზეა გაფორმებულიო? თავად აღიარე, რომ ამ გადამალული მიწების შესახებ ფლობ ინფორმაციას და იცი ვისზეცაა გაფორმებული!“ - წერს ნინი გოგაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802