„საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა“ - ემოციური პოსტი გელათის ტაძრის გარდაცვლილ წინამძღვარზე

სოცმედია 1675108140

გელათის წინაზღვარი

იტალიაში მცხოვრები მანანა ჯინჭარაძე გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე... ამაზე დიდი არაფერია... 

მამა იოსები - რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში რომ იცოდეთ...

ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.

რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას... მდიდართა შემოწურულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა... საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა...

ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია...როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წაემეკითხა... როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო...მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა.. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიოეგი წიტაიშვილი
„ჩემს ცოლს მშობიარობის დროს ნერვიულობისგან ვკარნახობდი, რა როგორ უნდა გაეკეთებინა... ბოლოს მეჩხუბა, გადი აქედანო“ - გიორგი წიტაიშვილი (ვიდეო)

„ამაყი ქართველი • ცხოვრება შიშის ქვეშ • ყურების ტკივილი საბერძნეთთან მატჩში“ – ამ და სხვა თემებზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა „Geo Team • ჯეო თიმი“-ს ეთერში ისაუბრა. გიორგი წი...

საზოგადოება 1713558840

დეა მელაძე
"მინდა განგიმარტოთ, რომ მე და გოჩა ენუქიძე 10 წელზე მეტია არ ვართ ცოლ-ქმარი“ - დეა მელაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ყოფილი ცოლი, დეა მელაძე სოციალურ ქსელში წერს: "#არარუსულკანონს, #არარუსეთს ამ აზრზე ვიყავი, ვარ და ვიქნები! თუმცა, რადგანაც ჩემს პოზიციას და პოსტს ასეთი გამო...

სოცმედია 1713558480

ეკა ტოგონიძე
„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი, ცოცხალი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ რომ ირჩევ ევროპას…" - ეკა ტოგონიძე

„რუსთაველზე სრული განცდა დამეუფლა რომ ეს იყო რეფერენდუმი… ცოცხალი რეფერენდუმი, როცა შენი გამოსვლით ადასტურებ, რომ ირჩევ ევროპას,“ – ეს განცხადება  გადაცემაში „რეაქცია“ პროზაიკოსმა ეკატერინე  ტოგონიძემ...

პოლიტიკა 1713557820

გახარია
"ვურჩევ "ოცნებას” ცოტა ენას კბილი დააჭირონ... ისე, მეტის ღირსი ვარ მე, მეტის ღირსი ვარ…” – გიორგი გახარია

„ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე...

პოლიტიკა 1713557580

პოლიტიკა
"ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო..." - მამუკა ხაზარაძე

“ამ დროს არ იცი რა უნდა დაწერო, არ იცი ტკივილი სიტყვებით როგორ გადმოსცე მეგობრის დაკარგვის გამო, ირაკლი სუთიძემ დაგვტოვა, მაგრამ დიდი კაცობა, მეგობრობა და გამორჩეული შემოქმედება დაგვიტოვა, არაფერ სხვა...

სოცმედია 1713557401

ახალგაზრდები
"წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად” – მამუკა ღლონტი

"მგონი უსინდისო ვარ! წესით ამ ბაღნებს მე უნდა ვიცავდე, არადა ამ ბაღნებს რომ ვუყურებ თავს ვგრძნობ დაცულად." წერს მაესტროს” დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ახალგაზ...

სოცმედია 1713557220